სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საკანაფე

ციხე (ქც 4: 724,2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 724,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 525,19; 531,6), მესხური დავითნის ქრონიკა (მესხური ... 1900: 213), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 140, 141).

ვახუშტი ბაგრატიონი საკანაფის ციხეს მოიხსენიებდა 1587 წ. მოვლენებთან დაკავშირებით: მანუჩარ ათაბაგი „ახალდაბას ჩავიდა, დედისიმედი და ყუარყუარეს ძე ქაიხოსრო საკანაფის ციხეში დადგნენ“ (ქც 4: 724,1-3).

მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, აწყურის მიდამოებში.

1579 წ. მაისში, ჟამიანობის დროს, საკანაფეს ციხეში ავად გახდა ყვარყვარე ათაბაგის შვილი ხოსიტა (ქც 2: 525,19).

ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით.

საკანაფეს ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 140, 141; მესხური ... 1900: 213; ქც 2: 525,19; 531,6; ქც 4:724,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9