სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სათლე

ქალაქი მცირე (ქც 4: 679,10,12,სქ.1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 679,10,12,სქ.1), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 106, 238).

ვახუშტი ბაგრატიონი სათლეს შესახებ გადმოგვცემს: მდ. სათლეს წყალზე „არს სათლე, ქალაქი მცირე, და მოსახლენი ვაჭარნი მას შინა“ (ქც 4: 679,10,11).

ლოკალიზდება ისტორიულ შავშეთში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში. 1923 წ. რუკაზე აღნიშნულია წეფთის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შავშეთის წყლის სამხრეთით (საქ. ისტ. რუკა 1923).

XVI ს-მდე წარმოადგენდა დიდ დასახლებულ პუნქტს. XVI ს-ში თურქებმა მიიტაცეს და გაუკაცრიელდა. 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ დაუბრუნდა საქართველოს. 1878 წ. აღწერით სათლეში მხოლოდ 12 კომლი ცხოვრობდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 106). სათლე შემდგომ ისევ მიიტაცეს თურქებმა.

სათლეს სახელით ისტორიული ფოცხოვის მხარეში ცნობილი იყო დიდი დასახლებული პუნქტი, რომელიც დაიკავეს თურქებმა 1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს. 1829 წ. ადრიანოპოლის ზავით ის საქართველოს დაუბრუნდა, მაგრამ კვლავ მიიტაცეს თურქებმა. ყველის ციხის სანახებიდან გზა სათლეზე გადიოდა: სხლობანი-ტბეთი-სათლე (ბერძენიშვილი 1966: 95).

შავშეთისა და ფოცხოვის სათლეს ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 95; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 105, 106, 238, 596; მესხია 1986: 294; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 679,10,12,სქ.1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9