სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სადმელი 

სადგელი (ქც 4: 763,7,8,11, სქ. 6; 765,16; 770,5; 885,8,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 763,7,8,11, სქ. 6; 765,16; 770,5; 885,8,15), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 175,10), ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლოჩანოვი 1970: 152, 265), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 113, 127, 291).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ზნაკვის-ხევს ზეით მოერთვის რიონს ჩდილოდამ სადმელის-ხევი. გამოსდის კავკასს რაჭა-სუანთ შორის და მოდის ჩდილოდამ სამხრეთად. სადმელს არს ციხე კლდესა ზედა შენი, შეუალი მტრისა“ (ქც 4: 763,5-8).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. სადმელისა და კლდისუბნის ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1962: 291; ბერაძე 1975: 148).

სადმელი გვიან შუა საუკუნეებში იაშვილების სათავადოში შედიოდა (ბერაძე 1975: 148).

სადმელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სადმელში, მდ. რიცეულას მარჯვენა ნაპირზე, შემორჩენილია ციხე და ეკლესია. ციხე დაზიანებულია. უკეთაა დაცული 2 სამსართულიანი კოშკი, რომლებიც ციხიდან დაახლოებით 100 მ მანძილზე მდებარეობს. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ღვთისმშობლის X ს-ის ეკლესიაც დაზიანებულია (ბერაძე 1983: 97, 98).
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1975: 148; 1983: 23, 93, 94; გიულდენშტედტი 1962: 113, 127, 291; დადიანი 1962: 175,10; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265; ქც 4: 763,7,8,11,სქ.6; 765,16; 770,5; 885,8,15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9