მონასტერი (ქც 4: 666,1).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 666,1,სქ.1), XIII-XVI სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1963: 425; 1970: 219; ქრონიკები 1897: 267-269), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 156).
ვახუშტი ბაგრატიონი საფარის შესახებ გადმოგვცემს: ღრელის „ხევზედ არს საფარას მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა“ (ქც 4: 666,1).
მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ახალციხიდან სამხრეთით, სოფ. ღრელის სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.
სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა X ს-ში. იყო სამცხის ათაბაგების – ჯაყელების – რეზიდენცია და საგვარეულო საძვალე (ქც 4: 666,3, სქ. 1; დადიანი 1962: 144).
საფარის მონასტერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
კომპლექსი შემორტყმული იყო გალავნით, რომლის შიგნით არსებული ნაგებობებიდან ყველაზე ადრეულია ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის დარბაზული ეკლესია. ნაგებია თლილი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. დასავლეთი კედლის გასწვრივ მოწყობილია პატრონიკე. შესასვლელი აქვს დასავლეთის მინაშენიდან და ჩრდილოეთით მდებარე წმინდა საბას ტაძრიდან. საკურთხევლის წინ იატაკის ქვეშ მოწყობილია ორი აკლდამა. XIV ს-ში სარგის II-ის მთავრობის დროს ეკლესია განაახლეს და მოხატეს. XIX ს-ში რუსმა ბერებმა მოხატულობა შელესეს და შეღებეს. კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მიძინების ეკლესიას ჩრდილოეთიდან ებჯინება XIII ს-ის დასასრულისა და XIV ს-ის დასაწყისის წმინდა საბას გუმბათიანი ტაძარი. ნაგებია თლილი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. სადიაკვნე და სამკვეთლო ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდით. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში პატრონიკეებია. სადიაკვნის ქვეშ კრიპტაა. ტაძრის შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. თექვსმეტწახნაგა გუმბათზე რვა-რვა ნამდვილი და ცრუ სარკმელია. კარ-სარკმელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ინტერიერი მოხატულია რელიგიური სიუჟეტებითა და ქტიტორთა გამოსახულებებით. ტაძარს ამკობს მრავალი ქტიტორული წარწერა. მოხატულობა თარიღდება XIV ს-ის პირველი ნახევრით.
წმინდა საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით 4 მ-ის დაშორებით დგას XIII-XIV სს-ის ორსართულიანი სამრეკლო. წარმოადგენს ლასურიძეთა ეკვდერს. წმინდა საბას ტაძრის დასავლეთ კარიბჭესა და მიძინების ეკლესიას შორის აგებულია წმინდა პეტრე-პავლესა და წმინდა გიორგის მცირე სამლოცველოები. მიძინების ეკლესიის აღმოსავლეთ კედელსა და წმინდა საბას ტაძრის სამხრეთ კედელს შორის აგებულია წმინდა დიმიტრის მცირე დარბაზული ტიპის სამლოცველო. წმინდა გიორგის ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია იოანე ოქროპირის მცირე სამლოცველო. სამრეკლოს მახლობლად დგას იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია. გალავანში შესასვლელის მახლობლად დგას წმინდა სტეფანეს დარბაზული ეკლესია. კომპლექსში შემავალი ეკლესიები და სამლოცველოები ზოგადად თარიღდება XIV-XVI სს-ით.
წმინდა საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით 30 მ-ის დაშორებით დგას ციხე. მის მახლობლად შემორჩენილია სასახლისა და საჯინიბოების ნანგრევები (ბერიძე 1955: 25-87; ხუციშვილი 1988).
1873 წ. საფარის მონასტრის მახლობლად აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე III ბოტინატის (1078-1081) ოქროს მონეტა. 1890 წ. – იმავე იმპერატორის ვერცხლის მონეტების განძი (13 ც). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბრამიშვილი 1965: 137-139; პახომოვი 1926: 42, 49).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 137-139; ბერიძე 1955: 18-33; 1974: 62, 63, 159; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 156; დადიანი 1962: 144; პახომოვი 1926: 42, 49; უვაროვა 1894: 86, 87; ქართ. სამართ ძეგ. 1963: 425; 1970: 219; ქრონიკები 1897: 267-269; ქც 4: 666,1, სქ. 1; ხუციშვილი 1988.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.