სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სარკე


(ქც 4: 344,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,16), ქართლ-კახეთის მონასტრების საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 198).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, სოფ. საღოლაშენთან. ვახუშტი ბაგრატიონი სარკის შესახებ გადმოგვცემს: „არს სარკეს მონასტერი უგუმბათო, ფრიად კეთილნაშენი და აწ უქმი“ (ქც 4: 344,16).

სარკის წმინდა გიორგის XVII ს-ის ეკლესია, დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველი ეკლესიის საძირკველზე. ის ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12,6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ნახევარწრიულ აფსიდში მოსაზღვრე სათავსებში გასასვლელია. მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქით. მოხატულობა ახალია (სძა 1990: 352).

სარკე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: სძა 1990: 352; ქც 4: 344,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9