სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სართიჭალა

სათის-ჭალა (ქც 4: 333,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 333,15; 527,14; 538,18,19; 578,11), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 523,22), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 52), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 418, 419; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 819; 1985: 630), სპირიდონ გრძელიშვილის „ცხოვრება ქრისტეფორესი“ (გრძელიშვილი 1989: 133), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, ივრის ზეგანზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. სართიჭალის ადგილზე.

1876 წ. ფ. ბაიერნმა სართიჭალაში გათხარა რამდენიმე ქვის სამარხი. მათში ესვენა ორი-სამი მიცვალებული, თავით დასავლეთით. ადრე დაკრძალული მიცვალებულების ძვლები მიხვეტილი იყო ერთ ადგილას. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს საკინძები, სამაჯურები, საყურეები, მძივები, რკინის ნივთის ფრაგმენეტბი (ვირუბოვი 1877: 5). სამარხეული ნივთებიდან აღსანიშნავია IV-V სს-ით დათარიღებული ვერცხლის ბეჭედი. მასზე გამოსახულია დიდებულის პორტრეტი, რომელსაც თავსაბურავი და ყელსაბამი ამკობს (ლომთათიძე 1973: 224, 225).

სართიჭალასთან გათხრილ სამარხში აღმოჩენილი იყო ფაიანსის ჭურჭელი უკანასკნელი ჰულაგუიდების 243 ვერცხლის მონეტით. მათ შორის გვხვდება სათი ბეგის (1338-39) სახელით არდებილში, ბაზარში, ბაილაქანში, ხოიში და უცნობ ზარაფხანებში მოჭრილი მონეტები; სულეიმანის (1339-40) სახელით არდებილში, ბაზარში, ბაქოში, ბაიბურთში, ბარდაში, ბაილაქანში, ქაშანში, კალისტუვანში, ნახჭევანში, ჰამადანში, თავრიზში, მარაღაში, სულტანიაში, ხოიში, სალმასში, სავეში მოჭრილი მონეტები (ღვაბერიძე 1986: 71). სართიჭალის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 66; გორგიჯანიძე 1926: 52; გრძელიშვილი 1989: 133; ვირუბოვი 1877: 5; ლომთათიძე 1973: 224, 225; საქ. სიძ. 1920: 418, 419; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 819; 1985: 630; ქც 2: 523,22; ქც 4: 333,15; 527,14; 538,18,19; 578,11; ღვაბერიძე 1986: 71.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9