ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქალ ქან ქაო ქარ

ქაოზიანი 

ქავაზიანი, ციხე, დაბა, სანადირო ქალაქი (ქც 1: 312,13; ქც 4:151,22,27).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,22,27; 310,სქ.2; 311,1; 387,22; 390,11), მატიანე ქართლისა (ქც 1: 312,13; 313,3), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 344,15), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 343,29), ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია“ (ვარდანი 1861: 190), უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 14, 25, 67, 89), სომხურ ხელნაწერთა მინაწერები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 50, 149, 150).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ჭაპალის ჩდილოთ, ქციის კბოდეზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაცა არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესევე არს გაჩიანი“ (ქც 4: 311,1,2).

ქაოზიანის ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა აზრია გამოთქმული: პ.ინგოროყვას აზრით, ქაოზიანის ციხე მტკვრისა და ქციის შესართავთან მდებარეობდა (ინგოროყვა 1926: 175). ი. ლორთქიფანიძის თვალსაზრისით, „არქევანი-გაჩიანი-სანადირო ქალაქი-ქაოზიანი სომხითშია, მდ. ქციის მარჯვენა მხარეზე“ (ლორთქიფანიძე 1935: 269). დ.ბერძენიშვილის დაკვირვებით, შუა საუკუნეების ჭაპალას ციხე და ქაოზიანი უნდა მდებარეობდეს აღჯაყალისა და კოჯრის ციხეებს შორის (ბერძენიშვილი დ. 1964: 42-44). XV-XVI სს-ის ერთ საბუთში სხვა სოფლებთან ერთად მოხსენიებულია „ქაოზიანთ ნახევარი.“ მის მეზობლად ჭაპალაა (ბერძენიშვილი 1979: 42-44). ბაგრატ IV-მ (1027-1072) ფალდონის დამარცხების შემდეგ აიღო ციხეები: რუსთავი, ფარცხისი, აგარა, გრიგოლ-წმინდა, ქავაზანი (ქც 1: 312,13, 313,3; ქც 4: 151,22,27). დავით აღმაშენებელმა (1089-1125) 1121 წ. აიღო სომხითის ციხეები: გაგი, ტერუნაკალი, ქავაზინი (ქც 1: 344,15). ქაოზიანი ვარამ გაგელის სამფლობელოა (ვარდანი 1861: 190). XV ს-ის 90-იან წლებში ირანელთა სარდალმა იაყუბ ყაენმა გაამაგრა ციხე ქაოზიანი (ქც 2: 343,29). ორი წლის შემდეგ ქართლის მეფე კონსტანტინე (1479-1505) ანგრევს ციხეებს ქაოზიანსა და აღჯაყალას (ქც 4: 387,22). ქაოზიანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი დ. 1964: 42-44; 1979: 27, 36, 73, 78, 83, 109; ბერძენიშვილი 1964: 308, 336; ვარდანი 1861: 190; ინგოროყვა 1926: 195; ლორთქიფანიძე 1935: 269, 284; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 50, 149, 150; უხტანესი 1975: 14, 25, 69, 89; ქც 1: 312,13, 313,3, 344,15; ქც 2: 343,29; 486,6; ქც 4: 151,22,27; 163,3; 319,სქ.2; 311,1; 387,22; 390,11; ჯავახიშვილი 1984: 370.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9