სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საცხენისი

  1. (ქც 4: 538,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 538,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 155).

    ვახუშტი ბაგრატიონი საცხენისის შესახებ გადმოგვცემს: „საცხენისის და ლოჭინის სამხრით არს სამგორის ველი და ჩადივარი“ (ქც 4: 538,15-17).

    მდებარეობს მდ. ლოჭინის ზემო წელზე, თანამედროვე სოფ. საცხენისის ტერიტორიაზე.

    საცხენისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 66; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 155; ქც 4: 538,15; ჯავახიშვილი 1983: 47.
  2. (ქც 4: 362,16,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 362,16,20), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 23, 258; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 427; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 107), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 38), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 277).

    ვახუშტი ბაგრატიონი საცხენისის შესახებ გადმოგვცემს: „გამოსდის პატარა ლიახვი ქნოღოს ზეით მცირეს ტბას და მოდის ფოტორისამდე სამხრეთად, მერმე საცხენის ქუემოთამდე დასავლეთად, მერმე კიდევ სამხრით“ (ქც 4: 362,14-17).

    მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, ცხინვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ის დაშორებით, მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. საცხენეთის ტერიტორიაზე.

    XVIII ს-ის დასაწყისში ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ (1716-1724) დასვა საცხენისში მღებავი, რომლის შემოსავალი შესწირა იკორთის ეკლესიას (გვასალია 1983: 75).

    საცხენისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 38; გვასალია 1983: 75; გიულდენშტედტი 1962: 277; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 107; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 427; ქრონიკები 1897: 23, 258; ქც 4: 362,16,20.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9