სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საწირე

ციხე (ქც 4: 754,18; 875,19).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 754,18). XI ს-ში საწირე გელათის მონასტრის კუთვნილი სოფელი იყო (ქრონიკები 1892: 307; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 43).

მდებარეობს ტყიბულის მუნიც-ში.

ვახუშტი ბაგრატიონი საწირის შესახებ გადმოგვცემს: „საწირის წყალზედ არს საწირე. ამის გარემოს ითხრების რკინა და არს ლითონი მრავლად“ (ქც 4: 754,15).

საწირე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 43; ქრონიკები 1892: 307; ქც 4: 754,18; 875,19.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9