აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აწე აწუ აწყ

აწუფისი


(ქც 4: 408,27). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 408,27; ბაგრატიონი 1941: 196), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 368,24), უცნობი ავტორის „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 58, 26), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 431; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 28; მასალანი საქ. სტატ. 1907: 85-87, 155), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47).

ლოკალიზდება ალგეთის ხეობის ზედა წელზე. მდებარეობს ოშეთისა და ზრბითის ხევებს შუა, გარყლუპის აღმოსავლეთითა და ზრბითის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 286).

სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) მიერ დაუთხანის დამარცხების შემდეგ, შაჰ-თამაზმა დიდი ლაშქარი გამოგზავნა ქართლში. სვიმონ მეფე ლაშქრით აწუფისს მისულა, მოწინააღმდეგენი ფარცხისთან დაბანაკებულან (ქც 2: 362,23,24). 1569 წ. ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. სვიმონ I ტყვედ ჩავარდა და შაჰ-თამაზს მიჰგვარეს (ქრონიკები 1897: 431). აწუფისი წყაროებში აწეფისის ფორმითაცაა მოხსენიებული (ქრონიკები 1897: 431).

აწუფისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 196; ბაგრატიონი 1986: 47; ლორთქიფანიძე 1935: 286; მასალანი საქ. სტატ. 1907: 85-87, 155; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 28; ქც 2: 362,23,24; ქც 4: 408,27; ქრონიკები 1897: 431; ცხოვრება ... 1980: 58,26.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9