სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სიმ სიღ

სიღნაღი

ქალაქი (ქც 4: 542, სქ. 5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 542, სქ. 5), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 161, 165-167, 169-171, 190, 192, 193, 195, 198, 208, 228), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 73, 74, 100), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 13, 41), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 79, 119), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 84, 188, 189).

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, დღევანდელი ქ. სიღნაღის ადგილზე.

სიღნაღი ააშენა და 1762 წ. ქალაქისათვის ზღუდის შემოვლება დაასრულა მეფე ერეკლე II-მ (1744-1798). მასში ეტეოდა მთელი ქიზიყის მოსახლეობა (ქც 4: 542, სქ. 5). „სიღნაყი“ თურქულად ნიშნავს წყლიანი თხრილითა და მიწაყრილით გამაგრებულ ადგილს. არსებობს მოსაზრება, რომ სიღნაღს ძველად ეწოდებოდა ქიზიყი (შაიშმელაშვილი 1969: 40-49).

სიღნაღი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სიღნაღი წარმოადგენს გალავნით შემოსაზღვრულ 40 ჰა ფართობს. გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია მრგვალი გეგმის მქონე 23 კოშკი და 6 კარი: მაღაროს კარი და მისი დამცავი 2 კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი (I-II), შილდის კოშკი და კარი, ნარიყალას კოშკი, ზიარ-ფხოველის კოშკი და კარი, უსახელო კოშკი (I-II), ვაქირის კოშკი და კარი, კარდანახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის კარი და მისი დამცავი 2 კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი (I-II), ქიზიყის ანუ გორის კოშკი, ბოდბის კარი და კოშკი, ველისციხის კოშკი. კოშკების უმეტესობა ორსართულიანია, საბრძოლო ბანით. გალავანს კოშკებს შორის აქვს კონტრფორსები. გალავანი აგებულია რიყის ქვით. აქა-იქ ურევია აგურიც. გალავნის კედელი ორიარუსიანია. ქვედა ყრუ კედელი 1,5 მ, ზედა კი 70-80 სმ სიგანისაა. ზედა და ქვედა იარუსის კედლებს შორის მოწყობილია საბრძოლო ბილიკი, რომელზეც ადიოდა ქვის კიბეები. ზედა იარუსის კედლებში სათოფურებია (ზაქარაია 1962ა: 61-69; 1988: 141-144; შაიშმელაშვილი 1973: 64-68).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 68; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 79, 119; ბაგრატიონი დავით 1941: 13, 42; გვასალია 1986: 66, 67; ზაქარაია 1962ა: 61-69; 1988: 141-144; მესხია 1983: 234; ორბელიანი 1981: 161, 165-167, 169-171, 190, 192, 193, 195, 198, 208, 228; ქრონიკები 1967: 84, 188, 189; ქც 4: 542,სქ.5; შაიშმელაშვილი 1969: 40-49; 1973: 64-68; ხერხეულიძე 1989: 73, 74, 100.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9