(ქც 4: 467,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 467,2), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 143, 144, 150, 549), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 176).
მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ბორჯომ-ახალციხის გზაზე, მტკვრის მარცხენა მხარეს, სლესის ხევთან, სოფ. აწყურის მახლობლად (მაკალათია 1957: 45).
სლესა სოფელიც იყო და ციხეც. სოფელი სლესა ციხესთან ივარაუდება (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 144). XVI ს-ში სლესის ციხე შედიოდა თორელთა მამულში, რომლის მფლობელები ავალიშვილები იყვნენ (შოშიაშვილი 1966: 52; ბერძენიშვილი 1985: 52). სოფ. სლესა წყაროებში პირველად XVI ს-ში იხსენიება, როგორც 16 კომლიანი სოფელი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 143). XVII ს-ში სლესა შედიოდა ახალციხის ლივის, აწყურის ნაჰიეში (ჩილდირის ... 1979: 176). XVII ს-ის დასასრულისათვის ირანის შაჰის მიერ ქართლის ტახტიდან გადაყენებული გიორგი XI (1677-1688) სლესას შეჩერდა (ქც 4: 467,2). XIX ს-ში სლესა ნასოფლარია.
სლესა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სლესას ციხე დგას კლდოვან გორაკზე. შემორჩენილია ერთი კოშკი. ზღუდე-გალავნისა და მის შიგნით არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. კოშკი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვით. წყობა ჰორიზონტალურია (მაკალათია 1957: 45; ზაქარაია 1977: 36).
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1985: 52; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 143, 144, 150, 549; ზაქარაია1977: 36; მაკალათია1957: 45; ქც 4: 467,2; შოშიაშვილი1966: 7-77; ჩილდირის...1979: 176.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.