(ქც 4: 376,24,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,24,25), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), 1633 წ. როსტომ მეფის სიგელი ბოძებული ზაქარია ავალიშვილისადმი (საქ. სიძ. 1910: 542, 543; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 194).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „მტკურის კიდეზედ, სამხრით, არს სომანეთი. ამ სომანეთის სამხრით არს ვაყა“ (ქც 4: 376,24,25).
მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მდ. ალისწყლის ხეობაში, თანამედროვე სოფ. ვაყის სამხრეთით 1,5 კმ-ის დაშორებით.
სომანეთი ამჟამად ნასოფლარია. 1633 წ. როსტომ მეფეს (1632-1658) სომანეთი ზაქარია ავალიშვილისათვის უბოძებია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 194).
სომანეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სომანეთის ნასოფლარზე დგას ქვიშაქვით, რიყის ქვითა და აგურით ნაგები XIX ს-ის დარბაზული ეკლესია (7,8X5,3 მ). აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი დასავლეთიდან და სამი სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. აღმოსავლეთის ფასადზე აგურით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებაა. ეკლესია ძველ ნაეკლესიარზე დგას (სძა 1990: 432, 433).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 194; საქ. სიძ. 1910: 542, 543; სძა 1990: 432, 433; ქც 4: 376,24,25.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.