(ქც 4: 766,4,6). ისხენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 766,4,6), ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 195), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 109, 113, 291).
ვახუშტი ბაგრატიონი სორის შესახებ გადმოგვცემს: „მინდას ზეით მოერთვის რიონს ჩდილოეთიდამ სორის ხევი. ამაზედ არს მონასტერი უგუმბათო, დიდი, კეთილშენი, აწ ხუცის ამარად. ამ სორს ზეით მოერთვის რიონს სამხრიდამ ხევი ხეორი“ (ქც 4: 766,4-7).
მდებარეობს ონის მუნიც-ში, მდ. რიონის მარჯვენა შენაკადის სონატრულას შესართავთან, თანამედროვე სოფ. სორის ტერიტორიაზე.
სორი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სორიდან 5 კმ-ის დაშორებით, მდ. სონატრუალას მარცხენა ნაპირზე, დგას წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის IX-X სს-ის ეკლესია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია რაჭის ერისთავი ქველი ჭარელიძე. იქვე XV ს-ის მხედრული წარწერაა: „წმიდაო გიორგი მრავალძალისაო, მეოხ და მფარველ ექმენ წინაშე ღმრთისა ჭარელისძესა ქველსა.“ XVIII ს-ში ეკლესია ნაწილობრივ ხელახლა მოიხატა. სამხრეთ კედელზე გამოსახულები არიან რაჭის ერისთავი შოშიტა III და მისი ოჯახის წევრები. საკურთხეველში შემორჩენილია წარწერა: „ქ. მაცხოვარო პირმღთისა, მე ერისთავი შოშიტა შემიწყალე“ (ბერაძე 1983: 113, 115). XX ს-ის დასაწყისში სორის ეკლესიაში ინახებოდა მრავალი ხატი და სხვა საეკლესიო ნივთები (ბოჭორიძე 1935: 314-322; თაყაიშვილი 1963: 24-38).
- ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 113,115; ბოჭორიძე 1935: 289-339; ბროსე 1851: 65, 66; გიულდენშტედტი 1962: 109, 113, 291; თაყაიშვილი 1963: 24-38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 195; ქც 4: 766,4,6.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.