ციხე (ქც 4: 791,23).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 791,23), სვიმონ და ქაიხოსრო გურიელების შეწირულობის წიგნები აჭვის ეკლესიისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 662, 667), აფხაზეთის კათოლიკოსის – შემოქმედელ ნემსაძის მიერ თაყა სალუქვაძისადმი ბოძებული სიგელი (ბაქრაძე 1987: 97), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით1941: 80).
ლოკალიზდება ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიცებში. მდებარეობს ახლანდელი სოფ. აჭვის ტერიტორიაზე (სიხარულიძე 1959: 125), მდ. აჭვისწყლის ნაპირზე, ოზურგეთიდან 9, ხოლო ქობულეთიდან 38 კმ-ის დაშორებით.
აჭვი ისტორიულად კარგად ცნობილი სოფლის ორი ნაწილია. ქობულეთის აჭვი ზემოა, ოზურგეთისა – ქვემო. ძველად ისინი ერთიანი იყო. XVIII ს-ში ზემო აჭვი თურქებმა დაიკავეს, ხოლო ქვემო გურიის სამთავროს შემადგენლობაში დარჩა. ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლების შემდეგ ზემო და ქვემო აჭვი კვლავ გაერთიანდა (სიხარულიძე 1959: 125). წყაროებში ზოგჯერ აჭის სახელით იხსენიება (ბაქრაძე 1987: 96, 97).
აჭვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
აჭვის ციხე (ქც 4: 791,23) არაა ლოკალიზებული. ზოგიერთი მკვლევარი უარყოფს აჭვში ციხის არსებობას (ბაქრაძე 1987: 26). ზოგი იქ პატარა სიმაგრეს ვარაუდობს (მეგრელიძე 1938: 47; სიხარულიძე 1959: 125).
აჭვის ეკლესია მდებარეობს მდ. აჭისწყლის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა. გარედან შემკულია ჩუქურთმებითა და ჯვრებით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. იატაკი ქვისაა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარების თავზე ასომთავრული წარწერაა: „წმიდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ: საღირს, რატს და ბნიან (ს?) და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭელსა და გალატოზთა: მიქაოს და მხეცსა“. წარწერა ეკლესიის თანადროული – XIII-XIV სს-ის უნდა იყოს (ყაუხჩიშივლი 1951: 107, 108). ინტერიერის კედლები დაფარულია ფრესკებით, რომლებზეც ძირითადად XVII-XVIII სს-ის რელიგიური ხასიათის ბერძნული წარწერებია შემორჩენილი (ყაუხჩიშვილი 1951: 110).
- ბიბლიოგრაფია: აფხაზავა, კახიძე, კალანდაძე 1980: 28, 29; ბაგრატიონი დავით 1941: 80; ბაქრაძე 1987: 94-97, 242; თაყაიშვილი 1907: 24, 25; მეგრელიძე 1933: 47; სიხარულიძე 1959: 5, 6, 125, 126; ქც 4: 791,23; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 662, 667; ყაუხჩიშვილი 1951: 107-110.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.