სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სურ

სურები


(ქც 4: 791,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 790,20; 791,1,7), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 315).

ვახუშტი ბაგრატიონი სურების შესახებ გადმოგვცემს: „ბახვის წყლის შესართავს (მდ. სუფსასთან) ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი, მოსახლენი მხნენი“ (ქც 4: 790,20). შემოქმედის ეკლესიასთან „დის მცირე მდინარე, გამოსდის სურებსა და ხინოს შუას მთას, და დის გრეხით, მოერთვის ხინოს წყალს ჩდილოდამ“ (ქც 4: 791,7).

მდებარეობს ჩოხატაურის მუნიც-ში, მდ. სუფსის ზემო წელზე, მის მარჯვენა ნაპირზე თანამედროვე სოფ. ზემო და შუა სურების ტერიტორიაზე.

ზემო და შუა სურები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987; გიულდენშტედტი 1962: 315; ქც 4: 791,7; ღლონტი 1993: 164.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9