(ქც 4: 350,4; 470,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 350,4; 470,8), XII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 21, 22, 31-33; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 59), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 53, 275).
მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. სხალტბიდან დასავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ სხალტბის ტერიტორიაზე (ხიდაშელი 1938: 232, 233).
VI ს-ში სხალტბა შიომღვიმის მონასტრის საკუთრებაა. 1202 წ. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თაოსნობითა და სახსრებით სოფ. სხალტბიდან მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი. XIV ს-ში შიომღვიმე გადავიდა ამილახორ-ზედგენიძეთა მფლობელობაში. XVII ს-ში ზედგენიძეებმა სხალტბაში ააგეს ეკლესია (გვასალია 1983: 97, 103, 105).
1937 წ. სოფ. სხალტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხსალტბა-შიომღვიმის წყალსადენის შესასწავლად არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა შოთა რუსთაველის სახელობის მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ივ.ჯავახიშვილი). ნასოფლარის მახლობლად გამოვლინდა წყალსაცავი, საიდანაც სამი წყალსადენი იყო გაყვანილი. ერთი მიემართებოდა მონასტრისკენ, მეორე სოფლისკენ, მესამის მიმართულება გაურკვეველია. წყალსადენის თიხის მილები (საშუალო დმ 11 სმ, გამტარუნარიანობა 2,82 ლ/წ, დღე-ღამეში 243000 ლ.) ერთმანეთზე გადაბმული იყო უდუღაბოდ. წყალსადენის მთელ ტრასაზე (7 კმ) აგებულია აუზები და საკონტროლო ჭები (თანგირები) (ხიდაშელი 1938: 231-264; მესხია 1982: 154).
ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას კვირაცხოვლის აგურით ნაგები ნახევარწრიულ აფსიდიანი, დარბაზული ეკლესია (9X7,8 მ). სამხრეთით მდებარე შესასვლელის თავზე არსებული წარწერით, ეკლესია 1669 წ. აუგიათ სახლთუხუცეს შიო ზედგენიძესა და მის მეუღლეს თამარს. კარის სვეტის შიდა მხარეს, მეორე წარწერაში მოხსენიებულია მშენებელი მელქან ფურცვანიძე (ხიდაშელი 1938: 233; შმერლინგი ... 1960: 53, 54).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 33; გვასალია 1983: 97, 103, 105; გიულდენშტედტი 1962: 53, 275; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 59; მესხია 1982: 154; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 21, 22, 31-33; ქც 4: 350,4; 470,8; შმერლინგი ... 1960: 53, 54; ხიდაშელი 1938: 231-264.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.