სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სხა სხვ სხლ

სხვილოს ციხე

ცხვილოს ციხე, (ქც 4: 365,13,21).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 365,13,21; 437,7; 442,10), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 241; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 27; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1058; 1972: 470, 520, 522; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 309), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 56, 57, 62, 70, 72, 79), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 275).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, სოფ. ჭალის აღმოსავლეთით, სამიოდე კმ-ის დაშორებით, მაღალი მთის კალთაზე.

XIV ს-დან ციხის ისტორია უკავშირდება ზევდგენიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას. გვიან შუა საუკუნეებში ცხვილოს ანუ სხვილოს ციხე საამილახვროს ცენტრია. 1629 წ. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა მოინდომა სხვილოს ციხეში გამაგრებული სიმონ II-ის თავიდან მოშორება. დავალება შეასრულა ზურაბ ერისთავმა, რომელიც ციხეში შეიპარა და სიმონ II მოკლა (ქც 4: 437,5-9). 1636 წ. როსტომ მეფემ (1632-1658) თეიმურაზ I-ის მომხრეები, მათ შორის იოთამ ამილახვარიც რომ ვერ გადმოიბირა, ციხე იერიშით აიღო (ქც 4: 442,9,10). 1742 წ. სხვილოს ციხე ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარის დასაყრდენს წარმოადგენდა.

სხვილოს ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე გეგმით სწორკუთხაა. კედლების სიმაღლე ზოგან 10 მ-ს აღწევს, სისქე 2 მ-ია. ციხის კოშკები ხუთსართულიანი ყოფილა. კოშკები და კედლები თანადროულია. ეზოში შემორჩენილი შენობები სხვადასხვა დროსაა ნაგები. ციხეს შესასვლელი ჰქონდა დასავლეთიდან. ციხის კედლების ზედა ნაწილზე მებრძოლთა სამოძრაო იარუსია მოწყობილი. იქვეა გამართული სათოფეები და სალოდეები. ციხის ეზოში გვხვდება ეკლესია, წყალსაცავი, ბეღელი, საცხოვრებელი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. მოგვიანებით მცირე ზომის დარბაზული ეკლესიისათვის დაუშენებიათ მეორე ეკლესია (ზაქარაია 1988: 85, 86).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 39; გვასალია 1983: 86, 88, 90, 94; გიულდენშტედტი 1962: 275; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 27; ზაქარაია 1957ა: 176; 1988: 85-88; მაკალათია 1964: 25-35; ორბელიანი 1981: 56, 57, 62, 70, 72, 79, 97; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 309; საქ. სიძ. 1920: 241; ქც 4: 365,13,21; 437,7; 442,10; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1058; 1972: 470, 520, 522.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9