(ქც 4: 372,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 372,5), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 216; საქ. სიძ. 1915: 447), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 97, 99, 101, 103, 275; 1964: 67).
ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „პატარა ჯავასა და ხწვეს შუა არს მთა ტყიანი, დუალთ-გორიდამ ფაწამდე სამხრით მდებარე. ფაწის შესართავს ზეით არს სხლები და ჯავა“ (ქც 4:3 72,3-5).
მდებარეობს ჯავის მუნიც-ში, მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ჯავიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. მსხლების ტერიტორიაზე.
სოფელი სხლები მაჩაბელთა მფლობელობაში შედიოდა (გვასალია 1983: 113).
სოფელ სხლების ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფელი სხლების სახელწოდებით არსებობდა მდ. ძამის ხეობაშიც (ბაგრატიონი 1986: 32).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; გიულდენშტედტი 1962: 97, 99, 101, 103, 275; 1964: 67; გვასალია 1983: 133; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 216; საქ. სიძ. 1915: 447; ქც 4: 372,5.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.