ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტაბ ტაგ ტან ტაშ

ტაბახმელა

სოფელი (ქც 4: 214,24; 408,14,17; 413,29; 414,4; 501,20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 214,24; 408,14,17; 413,28; 414,4; 501,19), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 56,16; 73,11;), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 231,10; 316,28), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 356,16; 368,14,15; 374,11; 494,28), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 215, 219, 220), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (აქტები ... 1866: 461; ქრონიკები 1897: 515; საქ. სიძ. 1909: 414, 440, 443, 444, 512; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 257, 349, 353; საბუთები ... 1947: 334; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 198; მასალები ქართ. სამეფოს ... 1964: 27; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 165, 166; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 86; 1977: 312; 1985: 349, 353), ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ (მუნში 1969: 126, 127).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თბილისიდან 15 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ტაბახმელას ტერიტორიაზე.

წყაროებში იხსენიება XII ს-დან. 1195 წ. ტაბახმელაში დაიბადა ლაშა-გიორგი (ქც 2: 56,16). იქ მყოფ თამარ მეფეს მანდატურთუხუცესმა ჭიაბერმა ახარა მტერზე გამარჯვება (ქც 2: 73,11). ტაბახმელაში გარდაიცვალა თამარ მეფე (ქც 2: 112,19). 1568 წ. სიმონ მეფესა (1556-1600) და დაუთ-ხანს შორის (1559-1578) ბრძოლა მოხდა ტაბახმელასთან (ქც 2: 368,14,15; ქც 4: 408,14,17). 1583 წ. სიმონ მეფემ ტაბახმელასთან დაამარცხა მეჰმად-ფაშა (ქც 2: 374,11; ქც 4: 414,4). 1625 წ. საქართველოში შემოჭრილი ირანელების ლაშქარი მარაბდაში, ქართველები კი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ (მუნში 1969: 126). 1721 წ. აღწერით ტაბახმელაში ითვლებოდა 6 მებატონე, 19 გამომღები და 1 ბოგანო ყმა (ლორთქიფანიძე 1935: 347). 1785 წ. ლეკის ჯარი თავს დაესხა ტაბახმელას, სადაც იდგა რევაზ სარდალი. მას მიეშველნენ თეიმურაზ II (1744-1762) და ერეკლე II (1744-1798 წწ.) (ორბელიანი 1981: 215, 219, 220). 1795 წ. 10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი ტაბახმელისა და შინდისის ხევებით მოიწევდა თბილისისაკენ.

სოფ. ტაბახმელა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1886: 461; ბაგრატიონი 1986: 46; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 257, 349, 353; ლორთქიფანიძე 1935: 347; მასალები ქართ. სამეფოს ... 1964: 27; მუნში 1969: 126, 127; ორბელიანი 1981: 215, 219; საბუთები ... 1947: 281-334; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 165, 166; საქ. სიძ. 1909: 414, 438, 443, 444, 512; ქც 2: 56,16; 73,11; 112,19; 231,10; 316,28; 356,16; 368,14,15; 374,11; 494,28; ქც 4: 214,24; 408,14,17; 413,28; 414,4; 501,19.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9