ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტაბ ტაგ ტან ტაშ

ტაგნაგეთი


(ქც 1: 8,სქ.3; ქც 4: 330,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 8,სქ.3), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 330,4), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 199; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 313; 1981: 581; 1985: 826; საქ. სიძ. 1909: 421; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 26; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 280).

ვახუშტი ბაგრატიონი ტაგნაგეთის შესახებ გადმოგვცემს: „გარდაბანი არს საზღვრით ... ჩდილოთ მტკურიდამ ტფილისის გორაები ტაგნაგეთამდე“ (ქც 4: 330,11-14).

მდებარეობდა ალგეთის ხეობაში, ღოუბნის ხევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელ სოფელ ერტისთან (ლორთქიფანიძე 1935: 347, 348; საქ. ისტ. რუკა 1923; მუსხელიშვილი 1980: 47, 48).

1721 წ. აღწერით ტაგნაგეთში ითვლებოდა 2 მებატონე – სოლოღაშვილები, 1 მემამულე – აზნაური ტუსაშვილი, 2 უყმო აზანური, 12 გამომღები და 10 ბოგანო ყმა (ლორთქიფანიძე 1935: 348).

ტაგნაგეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 47; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 280; ლორთქიფანიძე 1935: 347, 348; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 26; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 199; მუსხელიშვილი 1980: 47; საქ. ისტ. რუკა 1923; საქ. სიძ. 1909: 421; ქც 1: 8, სქ. 3; ქც 4: 330,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 313; 1981: 581; 1985: 826.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9