ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტბე ტბი

ტბისი


(ქც 4: 326,17; 435,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 326,17; 435,5), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 140), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 350, 351; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 200, 221; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 11, 13, 33, 147, 219; 1985: 848, 851, 852, 855; საქ. სიძ. 1909: 120, 122; 1920: 68; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 67; 1953: 8, 9, 30; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 22, 346).

ვახუშტი ბაგრატიონი ტბისის შესახებ გადმოგვცემს: „ბუჟღულეთს ქუეით იწყებს ალგეთი აღმოსავლეთით დინებასა, და ტბისის უკან, ჩდილოთ კერძ, არს ციხე ბირთვისი“ (ქც 4: 326,16,17).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის ხეობაში, თეთრიწყაროდან 15 კმ-ის დაშორებით, სოფელ ტბისის ტერიტორიაზე.

XVI ს-ში ტბისი ბარათაშვილებისა და მათ განაყოფთა სამკვიდრო იყო. 1721 წ. აღწერით ტბისში გერმანოზიშვილებს ეკუთვნოდათ 40 კომლი, გოსტაშაბიშვილებს – 10 კომლი, ბარათაშვილებს – 8 კომლი ყმა (გვრიტიშვილი 1955: 113-137). 1625 წ. გიორგი სააკაძემ ტბისში შეიპყრო ქაიხოსრო ბარათაშვილი და მისი ძმა ხოსია. ქაიხოსროს ბირთვისიდან გამოაყვანინა 500 ყიზილბაში და ამოწყვიტა (ქც 4: 435,4-8). ტბისთან მოხდა ბრძოლა ერეკლე II-სა (1744-1798) და ბარათაშვილებს შორის (ორბელიანი 1981: 140).

ტბისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ტბისის მიდამოებში – ამლევში – არის 1683 წ. აშენებული ეკლესია გალავნით, სამრეკლოთი, სასახლით, კოშკით, საცხოვრებელი და სხვ. დანიშნულების ნაგებობებით (ბარნაველი 1959: 62).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 62; გვრიტიშვილი 1955: 133-137; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 67; 1953: 8-10, 30; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 22, 346; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 200, 201; ორბელიანი 1981: 140; საქ. სიძ. 1909: 120, 122; 1920: 68; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 11, 13, 33, 147, 203, 204; 1985: 848, 849, 851, 852, 855; ქრონიკები 1897: 350, 351; ქც 4: 326,17; 435,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9