ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტინ

ტინისხიდი


(ქც 4: 373,5, სქ. 2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 373,5,სქ.2), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 313,14), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 109, 213), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 202; ქრონიკები 1967: 45; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 23, 30, 195; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136, 176; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 101, 105, 109; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 406; 1981: 348, 813; ქართულ-სპარსული ... 1984: 27, 28, 64), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 39), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „გორის დასავლით არს მთა რუისისა, ტინის ხიდით“ (ქც 4: 373,5).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, დიდი ლიახვის ხეობაში, სოფ. ტინისხიდის ტერიტორიაზე (ხარაძე 1992: 139). წერილობით წყაროებში მოიხსენიება „დინისხიდი“ – „ტინიხიდის“ სახელებითაც (მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136, 176, 419, 433; ქართულ-სპარსული ... 1984: 64).

ტინის ხიდი შედიოდა ქართლის მეორე სადროშოში. 1657 წ. როსტომ მეფეს (1632-1658) ის მანუჩარ თუმანიშვილისათვის უბოძებია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 302). მასზე გადიოდა გორიდან აწყურისაკენ მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1966: 40). ტინისხიდთან იწყებოდა საამილახვროს დასავლეთი საზღვარი. XVII ს-ში ამილახვართა საკუთრებაა (გვრიტიშვილი 1955: 120).

ტინის ხიდის მიდამოებიდან ცნობილია სამაროვანი და ნამოსახლარი. სამაროვანი მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადგილ „ჭანდარგორასთან“. უინვენტარო ქვის სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი მდებარეობს ადგილ „გრძელებში“. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლები. ზედა-პირულად აიკრიფა მოწითალო ფერის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (სძა 1990: 85).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 40; ბერძენიშვილი 1966: 16, 40; ბერძენიშვილი 1985: 55; გვასალია 1982: 54; გვრიტიშვილი 1955: 120, 274, 275; გიულდენშტედტი 1962: 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 23, 30, 195; თურქული წყაროები ... 1983: 39; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 62, 136, 176, 419, 433; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 202; ორბელიანი 1981: 109, 213; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 101, 105, 109; სძა 1990: 85; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 406; 1981: 348, 813; ქართულ-სპარსული ... 1984: 27, 28, 64; ქრონიკები 1967: 45; ქც 1: 313,14; ქც 4: 373,5,სქ.2; ხარაძე 1992: 138, 139.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9