(ქც 4: 351,9,18,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,9,18,22), 1660 წ. წილკნელის სარგოს გარიგების წიგნი (წილკნელის სარგოს ... 1925: 15).
ლოკალიზდება მცხეთის მუნიც-ში. სავარაუდოდ უნდა მდებარეობდეს სოფ. ძალისას ჩრდილოეთით 5-6 კმ-ის დაშორებით (გვასალია 1983: 98).
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, ისე წილკნელს ტყვილიანიდან წილკნამდე გამოუყვანია რუ (ქც 4: 351,18-20). გვიან შუა საუკუნეებში ტყვილიანი შედიოდა სამუხრანბატონოში. დღეისათვის სოფელი აღარაა შემორჩენილი. სოფლის სახელი შემოუნახავს ძალისის ჩრდილოეთით 5-6 კმ-ით დაშორებულ ეკლესიას, რომელსაც მოსახლეობა ტყვილ ხატს ან ტყვილ ღვთისმშობელს უწოდებს (გვასალია 1983: 98). წილკნელის სარგოს გარიგების წიგნში სოფელი „იტყვლიანის“ სახელით მოიხსენიება (წილკნელის სარგოს ... 1925: 15).
ტყვილიანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: გვასალია 1983: 18, 97, 98; ქც 4: 351,9,18,22; წილკნელის სარგოს ... 1925: 15.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.