უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
უდა უდე

უდე


(ქც 4: 665,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 665,2), XVII-XVIII სს-ის ქრონიკები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 224, 226, 230, 236, 249, 250, 286, 336; ლომსაძე 1979: 123, 124, 125, 168, 201), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 34, 56, 69), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 61, 84, 86, 88, 90, 93, 95, 97, 101, 105, 108, 113, 178, 242, 286, 354, 492, 603), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 112, 119, 122), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა“ (გამბა 1987: 265, 349).

მდებარეობს ადიგენის მუნიც-ში, მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. უდეს ადგილას.

უდე ახალციხის ფაშების სახასო სოფელი იყო (ლომსაძე 1975: 381). სამცხეში თურქთა ბატონობის დროს შედიოდა ახალციხის ლივას უდეს ნაჰიეში (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 79).

1970-1977 წწ. თბილისის სახ. უნივერსიტეტისა და ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მესხეთ-ჯავახეთის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უდეს მიდამოებში დაზვერვების დროს მიაკვლია ადრე ბრინჯაოს პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს. 1977 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ღამბაშიძე) დაზვერვებისას მიაკვლია გვიანბრინჯაოს ხანის ყორღანთა ჯგუფს.

1983 წ. უდეში, გორა „ნამონასტრალზე“ შემთხვევით აღმოჩნდა V-VII სს-ის სამარხი.

1937 წ. უდეში, ადგილ „ვერდივიეში“ მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის სპილენძის მონეტა. თარიღდება 976-1025 წწ. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბრამიშვილი 1965: 130).

1956 წ. უდეში აღმოჩნდა განძი, რომლის შემადგენლობაში იყო ბრინჯაოსა და რკინის 100-ზე მეტი ნივთი: 4 ე. წ. „კოლხური ტიპის“ ცული, 12 შუბისპირი, რომელთა ერთი ნაწილის მასრა გრავირებულია, 12 ისრისპირი, 4 ლახტისთავი, 8 აბზინდა, საკინძები, ორნამენტირებული ფართო სარტყლები, პინცეტები, რგოლები და სხვ. თარიღდება ძვ. წ. XI-X სს-ით (ჯავახიშვილი, ჩუბინიშვილი 1959: 59; ჯაფარიძე 1991: 218) ძვ. წ. XIII-XII სს-ის მიჯნით (ქორიძე 1965: 19, 20, 110).

უდეში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია: წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზული ტიპისაა (6,5X3,6 მ). ნაგებია თლილი ქვით კირხსნარზე. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზე ჯვრის გამოსახულებებია. გადაკეთებულია 1842 წელს (ბოჭორიძე 1992: 65). ღვთისმშობლის ეკლესია გუმბათიანია. თარიღდება XIV-XVI სს-ით. 1886 წ. ეკლესიის დასავლეთ კართან აღმოჩნდა სტელა, რომელიც ჩამოტანილია ფოცხოვის ხეობის სოფ. ფეტობიდან. სტელა წარმოადგენს შავი ქვის ოთხკუთხა სვეტს (63X31X31 სმ), რომლის ოთხივე მხარეს რელიგიური შინაარსის რელიეფებია. სტელაზე გაკეთებულია ასომთავრული წარწერა: „წმიდაო ღმრთი-სმშობელო მარიამ, დედაო ღმრთისაო მეოხ ეყავ სულსა ფარსამანის და სულსა მანანისა, ესეა გაბრიელ – ანგელოზისაგან მამაი“. თარიღდება VI ს-ის მეორე ნახევრით (ბოჭორიძე 1992: 65, 66); IX ს-ით (ქართ. წარწ. კორ. 1980: 138). ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. უდეს ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ეკლესიის საძირკველი (6,2X3,5მ), რომლიც ნაგებია ქვითა და დუღაბით (ბოჭორიძე 1992: 67).
 
ბიბლიოგრაფია: აბესაძე, ბახტაძე, დვალი 1961: 166-177; აბრამიშვილი 1961: 349; 1965: 93, 130, 138; ბერიძე 1957: 53; ბერძენიშვილი 1975: 56; ბერძენიშვილი 1985: 66; ბოჭორიძე 1992: 12, 61, 63-64, 67-69, 71, 121, 128, 177, 244, 245, 249-251, 253, 255, 259; გამბა 1987: 265, 349; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 61, 84, 86, 88, 90, 93, 95, 97, 101, 105, 108, 113, 178, 242, 286, 354, 492, 603; თურქული წყაროები ... 1983: 56, 68; ქართ. წარწ. კორ. 1980: 138; ლომსაძე 1975: 186, 381, 388, 407; 1979: 122-206; სანაძე 1993: 82-98, 84, 86, 88, 95; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 224, 230, 249, 250, 286, 326, 336; უვაროვა 1894: 68, 69; ქც 4: 665,2; ქორიძე 1965: 19, 20, 109, 110, 147; ღამბაშიძე, კვიჟინაძე, ორჯონიკიძე 1980: 84; ღამბაშიძე ო., ღამბაშიძე ირ. 1986: 27; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 112, 119, 122; ჩიქოვანი 1979: 73, 90, 105; ჩუბინიშვილი, ტატიშვილი, ღამბაშიძე 1957: 116, 117; ჯავახიშვილი, ჩუბინიშვილი 1959: 59-64; ჯაფარიძე ... 1981: 15; ჯაფარიძე 1991: 218.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9