უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
უზნ

უზნარიანი

  1. (ქც 4: 320,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 320,10), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 327), ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალები საქ. სტატ. 1907: 49), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48).

    მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, კარწახის ხევში, თეთრიწყაროს აღმოსავლეთითა და კვირიკეთის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 350).

    მტრისგან მოოხრებული უზნარიანი განუახლებია ვახტნაგ VI-ს და იოანე ნათლისმცემლის მონასტრისათვის შეუწირავს (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 327). ამჟამად ნასოფლარია.

    უზნარიანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48; ლორთქიფანიძე 1935: 350; მასალანი საქ. სტატ. 1907: 49; ქც 4: 320,10; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 327.
  2. (ქც 4: 381,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 381,14), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46).

    მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, გუჯარეთის წყლის ქვემო წელზე, მდინარისპირა მარცხენა კლდოვან ბორცვზე.

    1911 წ პროფ. ვ.გოროდცოვს გათხრები უწარმოებია უზნარიანის ციხის ტერიტორიაზე, სადაც გამოუვლენია შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა (ნიორაძე 1944: 182). მასალის შენახვის ადგილი უცნობია.

    უზნარიანის ზედა ციხე სამი მხრიდან მიუვალია. ჩრდილოეთიდან კედლების ორი რიგი გასდევს. დიდი და საშუალო ზომის ქვები თარაზულადაა ნაწყობი კირხსნარზე. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. შიდა ციხეში ოვალური კოშკია ოთხი ქვევრითა და სამეურნეო დანიშნულების ორმოებით. იქვეა ოროთახიანი ნაგებობა. სახელი უზნარიანი უნდა უკავშირდებოდეს მცენარის სახელს „უზანი“, „უზნი“ (ბერძენიშვილი 1985: 34). სხვა მოსაზრებით, ციხის სახელი უზნაძეთა გვარიდან უნდა მომდინარეობდეს (მაკალათია 1957: 25), რაც ნაკლებ სარწმუნოა (ბერძენიშვილი 1985: 34).

    ბიბლიოგრაფია: არქ. კომ. მაცნე 1911: 107; ბაგრატიონი 1986: 46; ბერძენიშვილი 1985: 34; მაკალათია 1957: 25, 26; ნიორაძე 1944: 182; ქც 4: 381,14.
     
    ბიბლიოგრაფია: არქ. კომ. მაცნე 1911: 107; ბაგრატიონი 1986: 46; ბერძენიშვილი 1985: 34; მაკალათია 1957: 25, 26; ნიორაძე 1944: 182; ქც 4: 381,14.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9