სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საძეგური


(ქც 4: 359,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,25,27; 360,სქ.2), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 190; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 198; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 194, 216, 238), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი1962: 95, 275;1964: 29).

ვახუშტი ბაგრატიონი საძეგურის შესახებ გადმოგვცემს: ზებეყურის მთა „ჩამოადგების ცხვირად კსანს დასავლიდამ და აღმოსავლეთიდამ ალევის მთის ცხვირი, და დაავიწროვებს კსანსა კლდითა ... ამავ კლდის ჩდილოთ, საძეგურს, ერთვის კსანსა აღმოსავლეთიდამ ხევი, ალევის მთის გამომდინარე“ (ქც 4: 359,19-27).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე, ახალგორიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. საძეგური პირველის ტერიტორიაზე.

1777 წ. ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, საძეგური გადაეცა იოანე ბატონიშვილს (ბაგრატიონი 1986: 36).

1908 წ. სოფ. საძეგურთან შემთხვევით აღმოჩნდა ქალის მდიდრული სამარხი. მოსახლეობაში გაბნეული ნივთები შეაგროვა და კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა ექ.თაყაიშვილმა. საძეგურთან აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარი ცნობილია „ახალგორის განძის“ სახელით. სოფ. საძეგურში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები, სამკაული: ოქროს საკისრე რკალები; ყელსაბამი გომბეშოს გამოსახულებიანი საკიდებით; მძივები; სხვადასხვა ფორმის საკიდები; სარდიონის, მთის ბროლის, ძვლის, მინის მძივები; სასაფეთქლეები შეწყვილებული ცხენების გამოსახულებით; სამაჯურები; ფარაკიანი ბეჭდები; სხვადასხვა ფორმის საყურეები; ვერცხლის სამაჯურები; ფარაკიანი ბეჭედი, რქოსანი ცხოველის გამოსახულებით; ბეჭდის ფარაკი, ფრთოსანი ცხოველის გამოსახულებით. ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები: სხვადასხვა ფორმის ოქროს ბალთები; ბალთა გრიფონების გამოსახულებითა და ზარისებური საკიდებით; ღილები; საკიდები; მილაკები; საკიდი ორი ფრთოსანი ცხოველის გამოსახულებით; ოქროსა და სარდიონის მძივ-საკიდები; ზარისებური ფორმის საკიდები; ზარაკები; ფირფიტა პალმეტების გამოსახულებით. ჭურჭელი: ვერცხლის პატერა და ფიალები ძირზე ომფალოსის გამოსახულებით; ნახევარსფეროსებური ფორმის ჯამი; დოქისა და სფერულტანიანი ჭურჭლების ფრაგმენტები; ირმის თავის გამოსახულება – ვერუხლი; ბრინჯაოს დოქი; ცილინდრული ფორმის ჭურჭლის ფრაგმენტი; თიხის სასმისის ფრაგმენტი. ცხენის აღკაზმულობა: ოქროს ბალთა-ვარდული, შემკული პალმეტებისა და ჩიტების გამოსახულებით; სხვადასხვა ფორმის ბალთები მრგვალი, ნუშისებური ბურცობებითა და პალმეტებით შემკული; ბრინჯაოს ლაგმები და საყბეურები; დაფანჯრული და გვერდჩაჭრილი ზარაკები; საკიდი ჩიტისა და შვლის გამოსახულებით. რიტუალური დანიშნულების ნივთები: ბრინჯაოს შტანდარტი ჯიხვის თავების გამოსახულებით; შტანდარტი ჯიხვის თავებისა და ადამიანის გამოსახულებით. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები: ბრინჯაოს სარკე (სმირნოვი 1934). ე. წ. „ახალგორის განძი“ თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრითა და ძვ. წ. III ს-ის დასაწყისით (ლორთქიფანიძე 1989: 323,სქ.13). ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1971: 80; საქ. არქ. 1959: 267; ბაგრატიონი 1986: 36; გაგოშიძე 1964: 83, 84; 1981: 172-174; გამყრელიძე 2009: 26; გიულდენშტედტი 1962: 95, 275; 1964: 29; გოგიბერიძე 1988: 98, 109; 1989: 73, 75, 80; კუფტინი 1941: 34-41; ლორთქიფანიძე 1961: 87-91; 1969: 87, 88, 90, 127; ლორთქიფანიძე 1989: 323,სქ.13; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 190; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 194, 216, 238; სიმრნოვი 1934; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 198; ქც 4: 359,25.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9