უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
უწე უწლ

უწერა

დაბა (ქც 4: 747,5,6; 768,4; 850,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 747,5,6; 768,4; 850,16), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 150,21), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 107, 123, 125, 291, 295; 1964: 27, 259).

ვახუშტი ბაგრატიონი უწერას შესახებ გადმოგვცემს: „სქორიას ხევის შესართავთან, რიონის კიდეზედ, არს ციხე მაგარი ფრიად. ამას ზეით არს დაბა უწერა რიონის ორსავ კიდესა ზედა“ (ქც 4: 768,4).

მდებარეობს ონის მუნიც-ის სოფ. უწერას ტერიტორიაზე.

შუა საუკუნეებში უწერა შედიოდა რაჭის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ (1683-1690; 1691-1695) რაჭაში ილაშქრა და უწერა გადაწვა (ქც 4: 850,16).

უწერა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 27, 82, 97; ბოჭორიძე 1994: 252; გიულდენშტედტი 1962: 107, 123, 125, 291, 295; 1964: 27, 259; დადიანი 1962: 150,21; უვაროვა 1894: 107, 108; ქც 4:747,5,6; 768,4; 850,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9