უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
უსა

უსანეთი

ეკლესია (ქც 4: 365,23; 368,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 361,23, 365,15,23, 368,5), 1731 წ. მორიგების წიგნი შანშე ქსნის ერისთავისა გივი ამილახვარისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 325).

ვახუშტი ბაგრატიონი უსანეთის შესახებ გადმოგვცემს: „წოდისხევი გამოსდის უსანეთის მთას, უსანეთის მთის თხემს არს ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო“ (ქც 4: 365,23). „გორიდან ჩდილოთკენ მეჯვდას ზეით არს, უსანეთის მთის ძირში, მონასტერი წმიდის თევდორესი, აწ ხუცის სამარ“ (ქც 4: 368,5).

ლოკალიზდება ცხინვალის მუნიც-ში, ხარულის ქედის სამხრეთ განშტოებაზე – მდინარეების, მეჯუდისა და ლეხურის წყალგამყოფზე.

წყაროებში იხსენიება XVIII ს-დან. ის საამილახვროში შედიოდა (გვასალია 1983: 73).

უსანეთიდან ცნობილია სტელა (26X26X100 სმ), რომლის ოთხივე წახნაგი შემკულია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენებით, წმინდანთა და საერო პირთა რელიეფური გამოსახულებებით. უმრავლესობას ახლავს ამოღარული ასომთავრული წარწერები. სტელა თარიღდება VIII-IX სს-ით (ქართ. წარწ. კორ. 1980: 123-130; ჯავახიშვილი 1998: 38, 39).
 
ბიბლიოგრაფია: გვასალია 1983: 73; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 325; ქართ. წარწ. კორ. 1980: 123-130; ქც 4: 361,23, 365,15,23, 368,5; ჯავახიშვილი 1998: 38, 39.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9