ეკლესია (ქც 4: 343,23).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:343,23), 1785 წ. ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 666).
ვახუშტი ბაგრატიონი ახალი-ჯუარის ეკლესიის შესახებ გადმოგვცემს: „ბობნევს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ციხე კიკანთ-ბერი ... ამ ციხის დასავლით, მთასა შინა, არს ეკლესია წმიდის გიორგისა ახალი-ჯუარი“ (ქც 4: 343,21-23).
ახალი-ჯუარის ეკლესიის ლოკალიზება ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, ის მდებარეობდა მდ. ტანასა და წედისის წყალს შორის, ციხესიმაგრე კიკანთ-ბერის დასავლეთით (ბაქრაძე 1875: 32).
ამავე სახელწოდების ეკლესია მდებარეობს აგრეთვე გორის მუნიც-ში, სოფ. ახალუბანში. ეკლესია დარბაზულია (7,15X4,75მ). თარიღდება XIX ს-ით (სძა 1990: 48).
- ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 32; სძა 1990: 48; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 666; ქც 4: 343,23.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.