ფა ფი ფო ფც
ფან ფარ

ფარცხანაყანევი


(ქც 4: 750,21; 869,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 750,1; 869,1), გენათის სამწყსოისა და საეპისკოპოზოის განაჩენისა და სამზღურის საბუთი (ქრონიკები 1897: 339), შეწირულობის წიგნი გელათის დეკანოზ იაკობისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 173), 1260-1267 წწ. დაწერილი თამარ დედოფლისა გელათისადმი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 162), ქუთაისის საყდრის გამოსავალის ბეგრის დავთარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 288), აფხაზეთის საკათალიკოსო გამოსავალის მოსაკრებლობის დავთარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 406), კათოლიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481), დავთარი აფხაზეთის საკათალიკოსო სამწყსოს მეკომურთა აღწერისა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970:614), შეწირულების სიგელი კათალკოზ ლორთქიფანიძისა ბიჭვინტისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 730), განჩინება როსტომ იაშვილისა და იოვან მესხის საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 745), სოლომონ I-ის შეწირულების წიგნი (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 430), ბიჭვინტის გუჯრები (დას. საქ. საბ. 1921: 147, 148), 1773 წ. შეწირულობის წიგნი სოლომონ მეფისა ქუთაისის ტაძრისადმი (საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 131), იმერეთის მეფის დავითის (1784-1792) სიგელი (აქტები ... 1868: 372), იოჰან გიულდენშტედტის „მოგაზურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 307).

მდებარეობს წყალტუბოს მუნიც-ში, წყალტუბოდან 15 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ფარცხანაყანევის ტერიტორიაზე.

ფარცხანაყანევი სხვადასხვა სახელით იხსენიება: „ფარსმანაყანევი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 173), „ფარცმანაყანევი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 288), „ფარცხმანაყანევი“ (დას. საქ. საბ. 1921: 147, 148).

1937 წ. მ.ივაშჩენკომ ფარცხანაყანევში გათხარა 14 ქვევრსამარხი. ქვევრები ჩაფლული იყო ჰორიზონტალურად, ორიენტირებული სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. სამარხი ქვევრები გადახერხილი იყო სიგრძეზე. ქვევრებს გასამაგრებლად ქვები ჰქონდა შემოწყობილი. ზოგს თიხის ჭურჭელი ეფარა, ზოგიერთს კი – ამფორის ქვედა ნაწილი. სამარხეულ ინვენტარში შედიოდა: კოლხური ტიპის ხელადები, კოჭბები, ქუსლიანი ჯამები, ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, ჭრილფარაკიანი ბეჭდები, ცილინდრული, გვერდშეჭრილი ზარაკები, ბრინჯაოსა და ვერცხლის საყურე-რგოლები, მინისა და პასტის სხვადასხვა ფერისა და ფორმის მძივები, კოლხური მონეტები. მკვლევართა ერთი ნაწილი სამარხებს ძვ. წ. III ს-ით ათარიღებდა (ივაშჩენკო 1951: 320-328), სხვები ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევრით (თოლორდავა 1980: 31).

სოფელში შემთხვევით აღმოჩნდა ქვევრსამარხი. სამარხი ქვევრი ჩაფლული ყოფილა ყელით დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა კოლხური სამტუჩა დოქი, ქუსლიანი ჯამები, კანთაროსისებური ჭურჭელი, კოჭობი, ქოთანი, ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, სამარხეული კომპლექსი თარიღდება გვიანელინისტური ხანით (მამულაძე 1979: 85-89).

1868 წ. სოფ. ფარცხანაყანევში შემთხვევით აღმოჩნდა განძი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: ოქროს სასაფეთქლე ხვიები, სარდიონის მძივები, ბრინჯაოს ჭურჭლის ფრაგმენტები, ოქროს მრგვალი, აჟურული მძივები და ერთი სფერული მძივი. განძი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით (კუფ-ტინი 1941: 134, 135).

1929 წ. სოფ. ფარცხანაყანევში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. XIV ს-ის ბრინჯაოს კოლხური ცული და 4 სეგმენტისებური იარაღი (ქორიძე 1965: 14, 92). განძი ინახება ნ.ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1868: 372; გამყრელიძე 1982: 17; გიულდენშტედტი 1962: 307; დას. საქ. საბ. 1921: 147, 148; თოლორდავა 1980: 31; ივაშჩენკო 1951: 320-328; კუფტინი 1941: 134, 135; მამულაძე 1979: 85-89; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 162; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 430; 1970: 173, 288, 406, 486, 614, 730; 1977: 745; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 131; ქორიძე 1965: 14, 92; ქრონიკები 1897: 339 ; ქც 4: 750,1; 869,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9