ფა ფი ფო ფც
ფიტ ფიფ

ფიფინეთი


(ქც 4: 539,18,20, სქ. 6; 575,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 539,18,20, სქ. 6; 575,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 72), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 41, 48, 55), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 45, 53, 65, 133, 160, 167, 170, 179-181, 189, 204, 210, 227, 231, 239), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 4, 13, 17), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 47, 68, 73, 75, 83), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 139,39,40). XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 358; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 209; საქ. სიძ. 1910: 186; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 203, 411; ქრონიკები 1967: 21, 88, 144, 154, 158, 168, 210, 211, 218, 220, 221, 246, 614, 615, 617, 628, 630; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 55, 67, 73, 75, 87, 95, 110, 168, 213).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ხორანთას ზეით ალაზანს ერთვის წყალი ფიფინეთისა; გამოსდის იმასვე კავკასს, მოდის ფიფინეთამდე ... ხოლო მთის ძირს არს ფიფინეთი, სადა დახსნა მეფე ლეონ ლეკნი ... შემდგომად იწოდა ჭარი“ (ქც 4: 539,17-22).

მდებარეობს ზაქათალის მუნიც-ში, მდ. ფიფინეთის წყლის (თანამედროვე თალაჩაის) მარცხენა ნაპირზე, სოფ. თალის მახლობლად არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში (ედილი 1997: 57; ომარაშვილი 1993: 97). წყაროებში იხსენიება ფიფანეთისა და ჭარის სახელებითაც. ფიფინეთი, როგორც დასახლებული პუნქტი, აღარ არსებობს. შემორჩენილია მხოლოდ ტოპონიმი.

წყაროებში პირველად XVI ს-ში იხსენიება საქართველოს პატრიარქის ექვთიმეს მოგზაურობის მარშრუტში, კაკ-ელისენის მხარეში (ჯანაშვილი 1894: 205). ფიფინეთზე გადიოდა ალაზნის ველიდან დაღესტნისაკენ მიმავალი გზა (პაპუაშვილი 1970: 357). 1549 წ. კახთა მეფე ლევანს (1518-1574) იქ დაღესტნიდან ლეკები ჩაუსახლებია (პაპუაშვილი 1972: 9). XVIII ს-ში ფიფინეთს ჭარი ეწოდა (ადამია 1979: 71).

ფიფინეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ადამია 1979: 71; ბაგრატიონი 1983: 41, 48, 55; ბაგრატიონი 1986: 72; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 47, 68, 73, 75, 83; ბაგრატიონი დავით 1941: 4, 13, 17; ბერძენიშვილი 1953: 75; ბერძენიშვილი 1975: 429; დადიანი 1962: 139,39,40; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 358; დუმბაძე 1953: 34, 35, 63; ედილი 1997: 3, 26, 57, 58, 178; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 209; ომარაშვილი 1993: 86, 97; ორბელიანი 1981: 45, 53, 65, 133, 160, 167, 170, 177, 179-181, 204, 210, 227, 231, 239; პაპუაშვილი 1970: 357; 1972: 9; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 55, 67, 73, 75, 87, 95, 110, 168, 213; საქ. სიძ. 1910: 186; ქრონიკები 1967: 21, 88, 144, 154, 158, 168, 210, 211, 218, 220, 221, 246, 614, 615, 617, 628, 630; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 203; ქც 4: 539,18,20,სქ.6; 575,2; ჯანაშვილი 1894: 205, 1910ა: 8, 39.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9