ფა ფი ფო ფც
ფოთ ფოკ ფონ ფორ

ფონა 

დაბა (ქც 4: 378,28; 379,10,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 378,28; 379,10,26), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 27; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 264), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309).

ვახუშტი ბაგრატიონი ფონას შესახებ გადმოგვცემს: „სურამის დასავლით, ლიხის მთის საშუალსა შინა, არს დაბა ფონა. ამ ფონას გასდის ჩხერიმელის მდინარე“ (ქც 4: 378,27,28).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, რიკოთის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელ სოფ. ფონას ტერიტორიაზე.

XVIII ს-ში ფონა აბაშიძეების მამული ყოფილა. შემდგომ ქართლის მეფეს დაუმორჩილებია. იოანე ბაგრატიონი სოფ. ფონას აღწერდა ხეფინისხევის სოფლებს შორის, რომლებიც მირიან ბატონიშვილს ეკუთვნოდა (ბაგრატიონი 1986: 44). იოჰან გიულდენშტედტი ლეკებისაგან დარბეულ სოფელ ფონას მოიხსენიებდა მდ. ჩხერიმელის ზედა წელის სოფლებს შორის (გიულდენშტედტი 1962: 309). ამჟამად ორი ფონაა – ზედა ანუ სარეკელა და ქვედა ფონა.

ფონას ტერიტორიაზე დაცულია „ზასტავის“ ნანგრევები, სადაც ძველი გზა გადადიოდა სურამიდან დასავლეთ საქართველოსკენ: სურამი – ფონა – წიფა – ნებოძირი და მდ. ჩხერიმელის ჩაყოლებით შორაპანში ჩადიოდა (ბერძენიშვილი 1964: 2; 1966: 36).

ფონა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ფონას სახელწოდებით ცნობილია სოფელი ლაგოდეხის მუნიც-ში, მდ. კაბალას (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ლაგოდეხიდან 18 კმ-ის დაშორებით. ლაგოდეხის ფონა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; ბერძენიშვილი 1964: 2; 1966: 36; გიულდენშტედტი 1962: 309; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 27; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 378,28; 379,10,26; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 264.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9