ფა ფი ფო ფც
ფოთ ფოკ ფონ ფორ

ფორჩხა

დაბა (ქც 4: 657,13; 677,10; 686,5; 689,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 657,13; 677,10; 686,5; 689,5), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 145,24, 146,1), XVI ს-ის პირველი მეოთხედის თურქული წყაროები (თრუქული წყაროები ... 1983: 67), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 45, 46, 214, 542, 545).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ფორჩხის ხევის მდინარეზე „არს, ჭოროხის დასავლეთად, დაბა დიდი ფორჩხა“ (ქც 4: 677,9,10).

ლოკალიზდება ისტორიული ლივანის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ბორჩხის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ფორჩხაზე გადიოდა ბათუმიდან ართვინში, არზრუმსა და ყარსში მიმავალი გზა (ბაქრაძე 1987: 35). წყაროებში მოიხსენიება ბორჩხის სახელითაც.

ფორჩხა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 35, 41; დადიანი 1962: 145,24, 146,1; თურქული წყაროები ... 1983: 67; ქც 4: 657,13; 677,10; 686,5, 689,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9