აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახალციხე 

ქალაქი, ციხე
(ქც 2: 343,12; 402,24; 472,2; 475,30; 482,9; 486,19; 520,9, 521,7, 10; 529,3; 531,1, 18; ქც 4: 35,23; 282,14; 455,22,26; 457,14; 466,22; 472,3; 498,26; 507,9; 508,29; 517,17; 520,22; 604,20; 589,13,16; 663,18; 664,4; 665,24; 683,21; 707,25; 723,23; 732,4; 733,3, 9, 15, 20; 734,16; 735,3, 18; 736,6, 10; 738,10; 739,10; 813,23; 833,9; 834,20; 835,13; 837,4; 839,3; 842,18,24; 843,8; 846,20; 848,2; 849,3, 5, 17; 852,18, 20, 21, 22; 853,5, 20; 855,4, 11; 871,11, 16; 874,15; 876,12, 23; 878,1, 3; 879,15; 880,22; 881,4; 882,3, 21; 892,6, 19).


იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 343,12, 402,24, 472,2, 475,30, 482,9, 486,19, 520,9, 521,7, 10, 529,3, 531,1, 18), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 35,23; 282,14; 455,22,26 ; 457,14; 466,22; 472,3; 498,26; 507,9; 508,29; 517,17; 520,22; 604,20; 589,13,16; 663,18; 664,4; 665,24; 683,21; 707,25 ; 723,23 ; 732,4; 733,3, 9, 15, 20; 734,16; 735,3, 18; 736,6, 10; 738,10; 739,10; 813,23; 833,9; 834,20; 835,13; 837,4; 839,3; 842,18,24; 843,8; 846,20; 848,2; 849,3, 5, 17; 852,18, 20, 21, 22; 853,5, 20; 855,4, 11; 871,11, 16; 874,15; 876,12, 23; 878,1, 3; 879,15; 880,22; 881,4; 882,3, 21; 892,6, 19), XII-XVIII სს-ის ისტორიული დოკუმენტები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 33, 34; საქ. სიძ. 1909: 526; 1910: 44, 48, 65, 92, 94, 95, 96, 98, 99, 299, 323, 372, 376, 454, 550; ქრონიკები…1897: 53, 133, 221, 223, 227, 246, 256, 304, 307, 385, 423, 426, 442, 453, 479, 494, 496, 504, 511, 512, 514; მცირე ქრონიკები 1968: 27, 37, 45, 47, 53, 59, 60, 65, 75; ქართ. ეპისტ. 1989: 86, 145; სამხ. სახ. ისტ. 1961: 19, 36, 40, 43, 46, 47, 55, 102, 109; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 40, 157, 168, 322; 1953: 54, 90, 145, 163; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 117, 462, 630), XVII-XIX სს-ის ისტორიის ქრონიკები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 24, 28, 43, 61, 82, 83, 109, 112, 113, 125, 127, 131, 132, 137, 138, 143, 147, 161, 172, 175, 178, 185, 186, 200, 211, 212, 223, 227, 229, 230, 232, 235, 240-246, 248-252, 254, 256, 259, 262, 265-267, 269-270, 273-278, 280-282, 286-290, 292, 295-296, 306, 310, 311, 313, 314, 317, 319, 320, 322, 324-326, 329, 331-333, 335, 336, 341, 347, 355, 358; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 425, 455,496; 1974: 447, 449; 1977: 63; 1981: 267, 293, 305, 346, 413, 571, 698, 731; 1985: 105, 204), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 38, 39, 49, 56-58, 110, 115, 117, 121, 144, 145), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 6, 32), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 47, 50, 51, 56, 71, 75, 77, 80, 84, 86, 89, 92, 96, 99, 100, 107, 109, 114, 115, 118, 154, 197, 211, 220, 235, 238-240, 246), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 51, 53-55, 58, 61, 63, 75, 78, 79), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33, 34, 82, 84), XIV-XV სს-ის სომხური ხელნაწერები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 25, 34, 42, 43, 54, 63, 70, 81, 99-101, 120, 121, 138, 139, 141, 150, 154, 164, 165), „ჩილდირის ვილაითის მოკლე დავთარი“ (ჩილდირის ... 2008: 39, 41), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 37, 42, 43-50, 55, 56, 57, 58, 60, 61, 63, 65, 67, 74, 89, 97, 99, 105, 118, 122, 124, 134, 135, 137, 177, 184, 185, 191, 196, 198, 203, 215, 217, 221, 222, 224, 225, 230, 234, 235, 243, 262, 279, 283, 300, 303, 306, 371, 372, 385, 394, 395, 398, 413, 459, 461, 466, 504, 531), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 19, 30, 32, 55, 56, 66-68), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 9, 13, 21, 35, 45, 51-53, 55-57, 65, 83, 113, 204, 240, 245, 247, 250, 261, 263, 272, 273, 278, 283, 284, 292, 293, 315, 316, 365, 389, 390, 392), დე გრაი დე ფუას თხზულება (დე გრაი დე ფუა 1985: 10, 13, 25, 52, 54-56, 59, 79, 80, 90, 91, 93, 97-99), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 65, 111, 149, 163, 165,173,215,219,259,315). ვახუშტი ბაგრატიონი ახალციხის შესახებ გადმოგვცემს: „ახალციხის წყალს ... მოერთვის ოლდამის ხევი ... ამ ხევს ზეით, ახალციხეს ერთვის ურებთან ბორჯომის ხევი ... აქა არს ახალციხე ქალაქი, ფერსათის მთის კერძოდ ჩამოსულს კლდესა ზედა“ (ქც 4: 663,18).

მდებარეობს მდ. მტკვრისა და ფოცხოვის (ახალციხის წყლის) შესართავთან, თანამედროვე ქ. ახალციხის ადგილას. მდ. ფოცხოვი ქალაქს შუაზე ყოფს.

ახალციხე მდებარეობს გზაჯვარედინზე ქართლს, ჯავახეთსა და აჭარა-იმერეთს შორის. აქ თავს იყრიდა ოთხი გზა: ბორჯომ-აწყურ-ახალციხის, ახალციხე-ასპინძა-ახალქალაქის, ახალციხე-აბასთუმან-ქუთაისისა და ახალციხე-ადიგენ-ბათუმის (ბერძენიშვილი 1966: 91, 92).

წერილობით წყაროებში ახალციხე პირველად იხსენიება XII ს-ში სამცხე-საათაბაგოს სამწყსოსთან დაკავშირებით (ქრონიკები 1897: 53). XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელების საგვარეულოს ეკუთვნოდა. XIII ს-ში მონღოლებმა აქ ზარაფხანა დააარსეს (მესხია 1983: 113); XV ს-ში სამცხე-საათაბაგო საქართველოს გამოეყო და ცალკე სამთავროდ ჩამოყალიბდა. 1578 წ. ახალციხე ოსმალებმა დაიპყრეს. 1628 წ. ის საფაშოს ცენტრი გახდა. XVIII ს-ში ახალციხე ქრისტიან ტყვეთა ვაჭრობის ცენტრი ხდება. 1829 წ. რუსეთ-ოსმალეთის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიაში შევიდა.

1953-1957 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალისა და პუშკინის სახ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ტ. ჩუბინიშვილი) არქეოლოგიური დაზვერვები და მცირე გათხრები ჩაატარა მესხეთ-ჯავახეთში. დაზვერვების შედეგად 1955 წ. აღმოჩნდა არქეოლოგიური ძეგლი ახალციხის „ამირანის გორა“. 1958-1965 წწ. ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სამმართველოსთან ერთად სისტემატურ არქეოლოგიურ გათხრებს (ხელმძღ. ტ. ჩუბინიშვილი) აწარმოებდა ახალციხესა და მის მიდამოებში (ჩუბინიშვილი 1963: 5-7).

ახალციხის „ამირანის გორა“ მდებარეობს მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირას, ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2,5 კმ-ზე. გათხრები მიმდინარეობდა სამ უბანზე, „ამირანის გორის“ სერზე და მის სამხრეთ კალთაზე. გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი, სამაროვანი და სამსხვერპლო. ნასახლარზე ივარაუდება 100-ზე მეტი შენობა, რომელთა ცენტრში ქვით შემოზღუდული მოედანი იყო. შენობები რიყისა და კლდის ქვით თიხის ხსნარზე ნაგები თითო სწორკუთხა ოთახისგან შედგებოდა. შენობები ჩაჭრილ გრუნტს ეყრდნობოდა და სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო მიმართული. ოთახის ცენტრში კერა იყო გამართული. ზოგ ოთახში ღუმელი, ზოგში კი ტახტისებური შემაღლება ან ნიში გაითხარა. შენობების ბანური გადახურვა 3-4 მეტრიან ხის ძელებს უნდა დაყრდნობოდა. ამირანის გორაზე აღმოჩნდა აგრეთვე აკლდამის, ქვაყუთის და ორმოსამარხის ტიპის, ინჰუმაციური, უმეტესად, ინდივიდუალური სამარხები. მიცვალებულები კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე იყო დაკრძალული.

„ამირანის გორის“ ნასახლარის თანადროულია თხემზე გამოვლენილი ტერასულად ნაგები ქვის სწორკუთხა რამდენიმე შენობა, რომლებიც საკულტო-სარიტუალო დანიშნულების უნდა ყოფილიყო, რაზეც მეტყველებს იქ დადასტურებული ნაცროვანი ფენა, ცხოველთა დამწვარი ძვლები და საგანგებოდ შემკული ჭურჭელი. „ამირანის გორის“ კომპლექსებში აღმოჩნდა: კერამიკა (სამი ტიპის კერა, ზესადგრები, ხელით ნაძერწი შავპრიალა, პირფართო, უყურო ქილები და კოჭობები, მრგვალმუცლიანი ორყურა ქილები, ღრმა ჯამები, სამფეხა ჭურჭელი, სარქველები და სხვ. ჭურჭლის უმეტესობა სადაა, შემკულობის გარეშე. მხოლოდ ზოგიერთს რელიეფური, ჩაღრმავებული ან ნაკაწრი ზოლები ამკობს), რომელიც „მტკვარ-არაქსული“ კულტურის წრეს მიეკუთვნება; ლითონის ნაკეთობა (19 სპილენძის, 3 ვერცხლის და 1 ტყვიის; სპილენძის: სატევრისპირები, მახათი-ნემსი, სადგისი, ნამგალი, ერთნახევრიანი ხვია და სხვ. ვერცხლის ზამბარისებური ხვია; ტყვიის მრავალხვიიანი საკიდი), რომლებიც ტიპობრივად უკავშირდება როგორც წინა აზიაში გავრცელებულ ნაკეთობებს, ისე „მტკვარ-არაქსის“ კულტურისთვის დამახასიათებელ ნივთებს; სამკაული (მინისებური პასტის, თეთრი პასტის, სარდიონისა და აქატის მძივები). ამირანის გორის ძეგლის თარიღი ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევარია (ჩუბინიშვილი 1963; 1971; საქ. არქ. 1992: 191-193; ორჯონოკიძე 1983: 11-21).

ახალციხესა და მის შემოგარენში ნაპოვნია XI-XIII სს-ის მონეტების განძები, რომლებშიც აღმოჩნდა: ბიზანტიური, ორთუკიდების, ტრაპეზუნტის ასპრების მინაბაძები, ჰალაბის ათაბაგების მონეტები (ლომოური 1938: 311).

ახალციხე სამ ნაწილად იყოფოდა: ქალაქის, ციხესიმაგრისა და შიდაციხისაგან. ამასთანავე ჰქონდა უბანი, სადაც ქალაქის შეძლებული ფენა ცხოვრობდა და გარეუბანი, ანუ რაბათი, სადაც ვაჭარ-ხელოსნები და ღარიბები იყვნენ დასახლებულნი. ახალციხეს გარს შემოუყვებოდა გალავანი, შესასვლელი კარითა და საყარაულო კოშკებით (კოჟორიძე 1969: 59-62).

ახალციხეში 24 ეკლესია იყო. აქედან 4 თვით ციხეში მდებარეობდა. 1298 წლიდანაა ცნობილი კათოლიკების „პატრებიანთ“ ეკლესია. XV ს-ით თარიღდება წმ. ჯვრის ეკლესია („კოკოლა“), რომელიც სამცხის დიდებულს კოკოლა შალიკაშვილს აუგია. წმინდა როზალის, წმ. იოანე ნათლისმცემლის, წმინდა მარინესა და სხვ. ეკლესიები ციხის ზედა და ქვედა კარებთან არის განლაგებული (კოჟორიძე 1969: 61, 62).

ჯვრის ქართული, კათოლიკური ეკლესია (22,5X11,5 მ) გადაკეთებული შენობაა. ნაგებია თლილი ქვებით. ადრე ეკლესია გუმბათიანი იყო (10,25X9,25 მ). ძველ ეკლესიას სარკმელი ყველა მხრიდან ჰქონდა. ნაწილობრივ მოჩანს წარწერიანი და ჩუქურთმიანი ქვები. ჩრდილოეთითა და სამხრეთით მაღლა საქარეზე არის ორი ქანდაკება ცხვრის თავის გამოსახულებით. სამხრეთის კედლის სარკმლის თავზე არის ორი ქვა ჯვრის გამოსახულებით (ბოჭორიძე 1992: 165-167).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი თეიმურაზ 1983: 51, 53-55, 58, 61, 63, 75, 78, 79; ბაგრატიონი იოანე 1986: 33, 34, 82, 84; ბერძენიშვილი 1966: 84, 91, 92, 97; ბოჭორიძე 1992: 165-167; გიულდენშტედტი 1962: 65, 111, 149, 163, 165, 173, 215, 219, 259, 315; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 37, 42, 43-50, 55, 56, 57, 58, 60, 61, 63, 65, 67, 74, 89, 97, 99, 105, 118, 122, 124, 134, 135, 137, 177, 184, 185, 191, 196, 198, 203, 215, 217, 221, 222, 224, 225, 230, 234, 235, 243, 262, 279, 283, 300, 303, 306, 371, 372, 385, 394, 395, 398, 413, 459, 461, 466, 504, 531; დე გრაი დე ფუა 1985: 10, 13, 25, 52, 54-56, 59, 79, 80, 90, 91, 93, 97-99; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 40, 157, 168, 322; 1953: 54, 90, 145, 163; თურქული წყაროები ... 1983: 19, 30, 32, 55, 56, 66-68; კოჟორიძე 1969; ლომოური 1938: 311; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 33, 34; მესხია 1983: 113; მცირე ქრონიკები 1968: 27, 37, 45, 47, 53, 59, 60, 65, 75; ორბელიანი 1981: 47, 50, 51, 56, 71, 75, 77, 80, 84, 86, 89, 92, 96, 99, 100, 107, 109, 114, 115, 118, 154, 197, 211, 220, 235, 238-240, 246; ორჯონიკიძე 1983: 11-21; სამხ. სახ. ისტ. 1961: 19, 36, 40, 43, 46, 47, 55, 102, 109; საქ. არქ. 1992: 191-193; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 24, 28, 43, 61, 82, 83, 109, 112, 113, 125, 127, 131, 132, 137, 138, 143, 147, 161, 172, 175, 178, 185, 186, 200, 211, 212, 223, 227, 229, 230, 232, 235, 240-246, 248-252, 254, 256, 259, 262, 265-267, 269-270, 273-278, 280-282, 286-290, 292, 295-296, 306, 310, 311, 313, 314, 317, 319, 320, 322, 324-326, 329, 331-333, 335, 336, 341, 347, 355, 358; საქ. სიძ. 1909:526; 1910: 44, 48, 65, 92, 94, 95, 96, 98, 99, 299, 323, 372, 376, 454, 550; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 25, 34, 42, 43, 54, 63, 70, 81, 99-101, 120, 121, 138, 139, 141, 150, 154, 164, 165; ქც 2: 343,12; 402,24; 472,2; 475,30; 482,9; 486,19; 520,9; 521,7,10; 529,3; 531,1,18; ქც 4: 35,23; 282,14; 455,22,26; 457,14; 466,22; 472,3; 498,26; 507,9; 508,29; 517,17; 520,22; 604,20; 589,13,16; 663,18; 664,4; 665,24; 683,21; 707,25; 723,23; 732,4; 733,3,9,15,20; 734,16; 735,3,18; 736,6,10; 738,10; 739,10; 813,23; 833,9; 834,20; 835,13; 837,4; 839,3; 842,18,24; 843,8; 846,20; 848,2; 849,3,5,17; 852,18,20,21,22; 853,5,20; 855,4,11; 871,11,16; 874,15; 876,12,23; 878,1,3; 879,15; 880,22; 881,4; 882,3,21; 892,6,19; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 425, 455,496; 1972: 117, 462, 630;1974: 447, 449; 1977: 63; 1981: 267, 293, 305, 346, 413, 571, 698, 731; 1985: 105, 204; ქართ. ეპისტ. 1989: 86, 145; ქრონიკები…1897: 53, 133, 221, 223, 227, 246, 256, 304, 307, 385, 423, 426, 442, 453, 479, 494, 496, 504, 511, 512, 514; შარდენი 1975: 9, 13, 21, 35, 45, 51-53, 55-57, 65, 83, 113, 204, 240, 245, 247, 250, 261, 263, 272, 273, 278, 283, 284, 292, 293, 315, 316, 365, 389, 390, 392; ცხოვრება ... 1980: 38, 39, 49, 56-58, 110, 115, 117, 121, 144, 145; ჩილდირის ... 2008: 39, 41; ჩუბინიშვილი 1963; 1971; ჩხეიძე 1913: 6, 32.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9