ქუტირი, სოფელი (ქც 4: 750,21).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 750,21), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 404, 539; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 229; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 187-188; 1970: 283, 307, 470), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 307).
ვახუშტი ბაგრატიონი ქუტირის შესახებ გადმოგვცემს: გუბისწყალზე „არს ფოკე. ამას ზედვე, ამასა და ხონს იქით, ქუტირ-ფარცხანაყანევამდინ, არს გოჭორაური“ (ქც 4: 750,20-22).
მდებარეობს ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, ქუთაისიდან 3 კმ-ის დაშორებით.
წყაროებში ქვიტირი მოხსენიებულია XVI ს-დან. ქვიტირი ღოღობერიძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. იქვე ყმასა და მამულებს ფლობდნენ ნიჟარაძეებიც (სოსელია 1981: 91, 152). იოჰან გიულდენშტედტი სოფ. ქვიტირს ვაკის სოფლების სიაში ასახელებდა (გიულდენშტედტი 1962: 307).
ქვიტირი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 307; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 229; საქ. ისტ. რუკა 1923; სოსელია 1981: 31, 151; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 283, 307, 470; ქრონიკები 1897: 404, 539; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 283, 307, 470; ქც 4: 750,21.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.