ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქვა ქვე ქვი

ქვიშილეთი

ციხე (ქც 4: 761,25, სქ. 4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 761,25,სქ.4), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 305).

ვახუშტი ბაგრატიონი ქვიშილეთის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ქუთათისის ჩდილოთ და რიონის დასავლით არს ქვიშილეთს ციხე ფრიად მაგარი“ (ქც 4: 761,24,25).

სავარაუდოდ ლოკალიზდება წყალტუბოს მუნიც-ის სოფელ ქვილიშორის ტერიტორიაზე, ქვილიშორის მღვიმესთან.

იოჰან გიულდენშტედტი „მხარე სალორთქიფანიძოს“ სოფლების ჩამონათვალში ასახელებს სოფ. ქვილიშას (გიულდენშტედტი 1962: 305). ნ.ბერძენიშვილის აღნიშვნით, ტოპონიმი ქვიშილეთი შესაძლოა შეცვალა ქვილიშორმა. ქვილიშორში მოსახლეობა ციხის არსებობას მიუთითებს ქვილიშორის გამოქვაბულთან ახლოს, სადაც ნანგრევებია შემორჩენილი (ბერძენიშვილი 1990: 355).

სოფ. ქვიშილეთ-ქვილიშორი და ციხის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1990: 453-455, 519, 520; გიულდენშტედტი 1962: 305; ქც 4: 761,25, სქ. 4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9