ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქვა ქვე ქვი

ქვიშხეთი


(ქც 4: 237,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 237,21; 378,5-7; 380,3), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 246,16; 292,21), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 93-95, 147, 213, 245), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 157), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 129; ისტ. დოკ. ... 1958: 46, 87; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61, 63, 79, 91), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 469, 494, 495), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 110).

ვახუშტი ბაგრატიონი ქვიშხეთის შესახებ გადმოგვცემს: „შოლის პირის დასავლით, შოლისავ კიდეზედ, არს ქვიშხეთი“ (ქც 4: 378,5-7).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მტკვარსა და სურამისწყალს შორის, თანამედროვე სოფ. ქვიშხეთის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს-ში. 1289 წ. აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულები ქვიშხეთში შეხვდნენ ქუთაისიდან მომავალ დავით ნარინსა (1247-1293) და მის შვილს ვახტანგს (ქც 2: 292,21). ქვიშხეთზე გადიოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში და სამხრეთ საქართველოდან შიდა ქართლში მიმავალი გზები (მაკალათია 1957: 6; ბერძენიშვილი 1966: 37). 1711 წლიდან ქვიშხეთს ფლობდა ვახუშტი აბაშიძე (ისტ. დოკ. ... 1958: 46). 1744 წ. ერეკლე ბატონიშვილმა აქ დაიწერა ჯვარი ზაალ აბაშიძის ქალ ანაზე (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 79; ორბელიანი 1981: 94). XVIII ს-ის შუა ხანებში ქვიშხეთი რამდენჯერმე დაარბიეს ლეკებმა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61, 63, 91; ორბელიანი 1981: 147).

ქვიშხეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნამოსახლარი გალანძირი მდებარეობს ჭალისუბანში, 10 მ სიმაღლის ბორცვზე. ნამოსახლარზე აიკრიფა შავად და ნაცრისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ბრინჯაოს 2 ჭვირული ბალთა. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. მასალა დაცულია ქვიშხეთის საშუალო სკოლაში. ნამოსახლართან ახლოს აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები (სძა 1990: 451).

ქვიშხეთში შემორჩენილია რამდენიმე დარბაზული ეკლესია, ციხე და 2 კოშკი (სძა 1990: 451, 452).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1964: 2; 1966: 37, 41; ბერძენიშვილი 1985: 9, 52, 55, 57; გვასალია 1989: 6, 8, 32; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 469, 494, 495; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 129; ზაქარაია 1968: 108-112; ისტ. დოკ. ... 1958: 46, 87; მაკალათია 1957: 6; ორბელიანი 1981: 93, 95, 147, 213, 245; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61, 63, 79, 91; ქც 2: 246,16; 292,21; ქც 4: 273,21; 378,5-7; 380,3; ჩხეიძე 1913: 1-54, 41-43; ცხოვრება ... 1980: 157; ხარაძე 1992: 164.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9