ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქობ ქოზ

ქოზიფა


(ქც 4: 345,7). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 345,7).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ძამის ხეობის სიღრმეში. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით: „აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს. ამ გზის დასავლით და ქოზიფას ზეით არს კლდე ფრიად შუენიერი, ყვითელი და ბრწყინვალე, ვითარცა ოქრო და მის ქუეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუნბათო, კეთილნაშენი, აწ უქმი“ (ქც 4: 345,6,7).

მონასტრის მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა პერიოდში. პირველი ეკლესია VI-VII სს-ით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII ს-ში გაძლიერებულა. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაა. ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალი დღესაც შეიმჩნევა. ეკლესია შემკულია მოჩუქურთმებული კანკელის ქვით. სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის წმინდა შიო მღვიმელის, წმინდა გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელზე აგებული ეკლესიები. უკანასკნელი ტაძრის ქვეშ მიწის სიღრმეში საძვალეა მოწყობილი. მონასტერი გაუქმებულია XVII ს-ში. სამონასტრო კომპლექსს გარს გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. გალავნის შიგნით თავის დროზე კარგად შეიმჩნეოდა წყლის მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული დიდი ქვევრებიც (მაკალათია 1971: 102-103).

ქოზიფა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: მაკალათია 1971: 102, 103; ქც 4: 345,7.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9