ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქუე ქუთ ქუმ ქურ

ქუენა-ტკოცა

სოფელი (ქც 4: 375,13,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375,13,14), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 208, 209; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 224).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „დვანისწყლის დასავლით არს ფცისწყალი და დის ლოხიოს-პერანგას მთათაგან, მოდის სამხრით და მიერთვის მტკუარს ჩდილოდამ. კიდესა მტკურისასა არს ქუენა-ტკოცა“ (ქც 4: 375,13,14).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ის სოფ. ტკოცის ტერიტორიაზე.

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია პალეოლითური ხანის იარაღები სოფ. ტკოციდან (გვასალია 1983: 43).

სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვების შედეგად გამოვლენილია „გორგოტის ძირების“ ნამოსახლარი და სამაროვანი. „გორგოტის ძირების“ ნამოსახლარი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 600 მ-ის დაშორებით, ხელოვნურად მოსწორებულ გორგოტის ბორცვზე (27X14 მ). შავად და ნაცრისფრად გამომწვარი ანაკრეფი თიხის ჭურჭლის ნატეხების მიხედვით, ძეგლი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით (სძა 1990: 448). გორგოტის ძირების სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთ-დასავლეთით, 100 მ-ის დაშორებით. ანაკრეფი არქეოლოგიური მასალის (წიწვოვანი ორნამენტით შემკული ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი, თავებგახსნილი მასიური სამაჯურები, კერამიკის ფრაგმენტები და სხვ.) მიხედვით, ძეგლი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური მასალა ინახება ფლევის სკოლაში (სძა 1990: 448).

სოფლის ჩრდილოეთით, 1 კმ-ის დაშორებით, დგას გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (9,8X7 მ). ნაგებია დიდრონი ქვათლილებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის გვერდებზე ღრმა ნიშებია. ანალოგიური სარკმლებია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. კონქში 3 სარეზონატორო ქვევრია ჩადგმული. დარბაზი გადახურულია აგურის კამარით, რომელიც დაყრდნობილია გრძივი კედლების პროფილირებულ კაპიტელებიან პილასტრებზე. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, ქვაში ამოკვეთილი რელიეფური ჯვარია. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმულია მაღალი სამრეკლო.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; გვასალია 1983: 43; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 208, 209; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 224; სძა 1990: 448; ქც 4: 375,13,14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9