(ქც 1: 295,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295,16), ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი სოფლების სია (ბაგრატიონი 1941: 206), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 185; 1897: 33, 206; საქ. სიძ. 1910: 17; ქართ. დოკ. 1982: 19, 159; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1985: 111; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 34; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200; 1970: 22, 190, 392; 1985: 289, 290, 811; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 51, 52), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 64).
მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, მდ. ახატნის წყლის (მდ. არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ახატანის ტერიტორიაზე (მუსხელიშვილი 1967: 118; გვასალია, თოდრია 1971: 35).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია მელქისედექ კათოლიკოსის XI ს-ის საბუთში (ქართ ისტ. საბ. კორ. 1984: 26). ახატანი იყო სვეტიცხოვლის საკუთრება და იქ ყმა-მამულები ჰქონიათ საამილახვროს თავადებს (საქ. სიძ. 1910: 17). XVIII ს-ის აღწერის დავთრებში ჩამოთვლილ სოფელთა შორის ახატანიცაა მოხსენიებული (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 51, 52). იოანე ბაგრატიონი ქართლ-კახეთის აღწერისას ახატანს კახეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლებს შორის მოიხსნიებდა (ბაგრატიონი 1986: 64). აქ გადიოდა საგურამოდან თიანეთისაკენ მიმავალი გზა ბიწმენდი – ახატანი – ნოდკორნა – თოლიჯი – საყარაულოს მიმართულებით (ბერძენიშვილი 1964: 179).
ახატანის ცენტრალურ ნაწილში, მიწის სამუშაოების დროს ჩნდებოდა სამარხები. 1970 წ. ამ აღმოჩენების ადგილზე მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი).
ორმოსამარხებში, რომლებიც ჩნდებოდა 0,4-0,5 მ სიღრმეზე, მიცვალებულები ესვენა მოხრილი კიდურებით, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით. სამარხები ინდივიდუალურია. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლით; რკინის გემიანი ბეჭდებით; რკინის რგოლებით; სხვადასხვა ფერისა და მოყვანილობის მძივებით; გოტარზეს ვერცხლის მონეტით. სამაროვანი თარიღდება III-IV სს-ით (რამიშვილი 1971: 385). მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაში.
სოფ. ახატანის ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით, ტყეში, დგას იოანე ნათლისმცემლის VIII-IX სს-ის ორი დარბაზული ტიპის ეკლესია. ჩრდილოეთით მდებარე ეკლესია (12,5X16,14მ) ნაგებია ქვიშაქვითა და აგურით. სამხრეთითა და ჩრდილოეთით აქვს კარი. აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესია დაზიანებულია. სამხრეთით მდებარე ეკლესია (8,6X6,7მ) ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. კარი ჩრდილოეთითაა. აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 206; ბაგრატიონი 1986: 64; ბერძენიშვილი 1964: 179; გვასალია, თოდრია 1971: 23-40; გვასალია 1975: 47-49; 1983: 89; კოტინოვი 1980: 354; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 34; მუსხელიშვილი 1967: 55-130; რამიშვილი 1971: 384, 385; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 51, 52; საქ. ისტ. რუკა 1923; საქ. სიძ. 1910: 17; ქც 1: 295,16; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26, 111; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200; 1970: 22, 190, 392; 1985: 289, 90, 811; ქართ. დოკ. 1982: 19, 159; ქრონიკები 1892: 185; 1897: 33, 206.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.