ღა ღე ღო ღრ ღუ
ღარ

ღარი 

დაბა (ქც 4: 767,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 767,19), XVII ს-ის ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 230), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 107, 291).

ღარის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ამ ონს ზეით მოერთვის რიონს ღარულას ხევი სამხრიდამ ... ამან მოიგო სახელი დაბისაგან ღარისა, მუნ რიონის კიდესა დაშენებულისაგან“ (ქც 4: 767,16-19).

მდებარეობს ონის მუნიც-ში, მდ. ღარულასა და რიონის შესართავთან, სოფ. ღარის ტერიტორიაზე.

მამისონის უღელტეხილზე სოფ. ღარიდან ამოდის გზები (ბერაძე 1983: 29). სოფ. ღარში მდგარა მთავარანგელოზის საჯვარისას დარბაზული ეკლესია (ბოჭორიძე 1944: 329, 351).

ღარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 6, 10, 29, 30; ბოჭორიძე 1994: 329, 351; გიულდენშტედტი 1962: 107, 291; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 230; ქც 4: 767,19.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9