სოფელი (ქც 4: 666,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 666,16), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 177, 180, 183, 211).
ვახუშტი ბაგრატიონი ღობიეთს მოიხსენიებს სამცხე-საათაბაგოს აღწერისას: „კუალად მტკუარს მოერთვის, წითელ-კლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ ოშორის ხევი“ (ქც 4: 666,16). მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, სოფ. ზველთან, როგორც მისი უბანი. ღობიეთი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის შედგენისას ყოფილა სოფ. ზველის ვენახოვანი ადგილი, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელ სოფლად ჩამოყალიბებულა ზველის დასავლეთით.
ღობიეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.