ღა ღე ღო ღრ ღუ
ღობ ღოდ

ღოდორა

(ქც 4: 379,13) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 379,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 349,8,9), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 210, 212; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 232; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 476), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 186, 196), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).

ვახუშტი ბაგრატიონი ღოდორას შესახებ აღნიშნავდა: „ძირულა გამოსდის მთასა პერანგას და დის ღოდორამდე სამხრით და მუნიდამ მომგრგვალვით დასავლეთად“ (ქც 4: 379,12-14).

მდებარეობს საჩხერის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ღოდორას ტერიტორიაზე.

ქართლის მეფე დავით X-ს (1505-1525) ეპყრა ქვეყანა, რომლის საზღვარი იყო გორაძირი, ლიჩი, ღოდორა (ქც 2: 349,8,9). ღოდორას ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიის სასარგებლოდ ეკისრებოდა მუშაობა და აღაპი (ქრონიკები 1897: 210, 212). XVIII ს-ში ღოდორა საწერეთლოში შედიოდა (სოსელია 1981: 86). ქართლიდან იმერეთში გადასასვლელი ერთ-ერთი გზა ულუმბოს მონასტერს ჩაუვლიდა და შორაპანში ჩავიდოდა ღოდორა-ლიჩი-ამაშუკეთზე გავლით. ამ გზით უნდა ესარგებლათ სელჩუკებს 1068 წ. დასავლეთ საქართველოში გადასასვლელად. თემურ-ლენგიც ამ გზით უნდა გადასულიყო იმერეთში.

ღოდორა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1996: 138, 278; ბურჯანაძე 1959: 177-197; გიულდენშტედტი 1962: 301; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 232; სოსელია 1981: 86; ქრონიკები 1897: 210, 212; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 476; ქც 2: 349,8,9; ქც 4: 379,13.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9