აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახიზა 

ციხე, დაბა (ქც 1: 178,4,5), ეკლესია (ქც 1: 198,15), მონასტერი (ქც 4: 682,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 682,3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 178,4,5, 198,5), ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ვილაიეთის ... 1970: 104).

ვახუშტი ბაგრატიონი ახიზას შესახებ გადმოგვცემს: „არტანუჯს აღაშენა გორგასლან მონასტერნი მერისა, შინდობისა და ახიზისა, ფრიად შუენიერნი“ (ქც 4: 682,3,4).

ლოკალიზდება მდ. ჭოროხის ხეობაში. მდებარეობს არტანუჯთან, მდ. არტანუჯის წყლის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ვახტანგ გორგასალის ბრძანებით ახიზას ციხე განუახლებია და იქ ეკლესია აუშენებია კლარჯეთის ერისთავ არტავაზს (ქც 1: 178,4,5). ვახტანგ გორგასალს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად შეუქმნია კლარჯეთის საეპისკოპოსოც, ცენტრით ახიზაში (ქც 1: 198,15). სოფ. ახიზა XVIII ს-ის დასაწყისში შედიოდა თურქული სამმართველო ერთეულის – არტანუჯის ლივაში და მას ვინმე სულეიმან ომერის ძე განაგებდა (ჩილდირის ეიალეთის ... 1970: 104).

ახიზა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქც 1: 178,4,5, 198,15; ქც 4: 682,3; ჩილდირის ეიალეთის ... 1970: 104; ჯავახიშვილი 1979: 339.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9