![]() |
![]() | |
(ქც 1: 300,14; 305,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 300,14; 305,1), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 126), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 199).
მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით, თანამედროვე სოფ. მერენიას უბან იხტილაში.
ღრტილა XI ს-ში მეფე ბაგრატ IV-ის რეზიდენციად იქცა (ბერძენიშვილი 1984: 100). 1046 წ. აქ მომხდარა პაექრობა ქართველ და სომეხ მოძღვართა შორის (კეკელიძე 1960: 495). 1046-1047 წწ. ბაგრატ მეფე ლიპარიტთან საბრძოლველად ქართლიდან ღრტილას გადმოსულა (ბერძენიშვილი 1985: 100). XVI ს-ის ბოლოს ოსმალთაგან დაპყრობილ ჯავახეთში, სოფელი ხერთვისის ლივაში ითვლებოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 199). XVIII ს-ში სოფელი თანდათან დაკნინებულა (ჯავახეთი 2000: 70).
ღრტილა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფელში დგას გალავნით შემოზღუდული, თლილი ქვით ნაგები თავისუფალი ჯვრის ტიპის უგუმბათო ტაძარი, რომელიც არაერთხელაა განახლებული (ბერძენიშვილი 1984: 100). თავდაპირველად, VII-IX სს-ში, შესაძლოა, აქ გუმბათიანი ეკლესია მდგარიყო, რომელიც შემდგომ უგუმბათოდ გადაუკეთებიათ (ჯავახეთი 2000: 70). ეკლესიის საამშენებლო წარწერა თარიღდება 1308 წლით (ბერძენიშვილი 1985: 106). ![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |