ყა ყვ ყი ყო ყუ
ყამ ყან ყარ ყაყ

ყაყიდური

დაბა (ქც 4: 642,20,სქ.6).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 642,20,სქ.6).

ვახუშტი ბაგრატიონი ყაყიდურის შესახებ გადმოგვცემს: თაგაურის წყალზე, ჯიბღიზის „ზეით არს ყაყიდური, დაბა დიდი, კეთილი, კოშკოვანი და ხოხის კავკასიის ჩამოსულს ძირში, გორა-კლდესა ზედა, ციხე, აღშენებული მეფეთაგან, ფრიად მაგარი“ (ქც 4: 642,20, 643,1,2).

ლოკალიზდება ჩრდილოეთ კავკასიაში. მდებარეობს ოსეთში, თაგაურის ხეობაში.

ყაყიდური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქც 4: 642,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9