ყა ყვ ყი ყო ყუ
ყვა ყვი

ყვარელი

(ქც 4: 545,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა,“ (ქც 4: 545,10; 552,8; 568,4; 616,28; 618,22; 625,7), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 231, 246; საქ. სიძ. 1910: 505, 512; 1920: 14, 72; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 203, 332; 1953: 108, 188; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 386; 1970: 951, 974, 1051; 1974: 631; 1977: 709, 732; 1981: 323; 1985: 170, 225, 312, 429, 443, 460, 535; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 105-107, 206), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 227, 229, 230, 233), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 259, 260), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 71), მისივე „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1990: 300, 303), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 51), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 6), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 49, 85), რუსი ელჩების ე. წ. მუხლობრივი აღწერები (მასალები ... 1937: 297), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 31, 33, 41, 207, 261).

მდებარეობს ალაზნის ველზე, მდ. ბურსისა და დურუჯის შუამდინარეთში. წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

კახეთის დამოუკიდებელი სამეფოს პირველმა მეფემ გიორგი VIII-მ (1446-1476) კახეთ-ჰერეთში გააუქმა საერისთავოები და შექმნა სამოურაოები, მათ შორის ყვარლის (ქც 4: 568,4). 1716 წ. შილდა-ყვარელს შემოესივნენ ლეკები (ქც 4: 616,28). ლეკიანობის გამო მოსახლეობა ხშირად აფარებდა თავს ყვარლის ციხეს (ქც 4: 618,22). XVIII ს-ის 30-იან წლებში ყვარელი ოსმალებმა ააოხრეს (ქც 4: 625,7). 1755 წ. ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ენერგიული მოქმედების შედეგად ნურსალ-ბეგი იძულებული გახდა ციხისათვის ალყა მოეხსნა და გაბრუნებულიყო (ორბელიანი 1981: 227-233).

ყვარელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ყვარლის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა: ხოსრო II-ის 1 დრაქმა, 29 არაბული დირჰემი, 1 ვახტანგ III-ის მონეტა, 3 აღმოსავლური და 2 ევროპული მონეტა, 1 თბილური ორაბაზიანი, 3 თბილური ფული, 44 რუსული მონეტა, 7 საბჭოთა ფული, 2 პოლონური ზლოტი და 1 მისიონერთა ორდენი. ნუმიზმატიკური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბრამიშვილი 1981: 104).

ყვარლის ციხე გეგმით უახლოვდება კვადრატს. ციხის კუთხეებში წრიული კოშკებია. მათ შუა, სამხრეთი გალავნის გარდა, გამართულია კოშკები. მათგან ჩრდილოეთისა და დასავლეთის, ნახევარწრიულია, აღმოსავლეთისა – სწორკუთხა. ციხეში შესასვლელი ამ კოშკის ქვედა სართულშია. ჭიშკრის თაღოვანი შესასვლელი დაბალი და განიერია. კედლებსა და კოშკებში მოწყობილია სათოფურები. ციხე ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე, წყობა „თევზიფხურია“. აგური გამოყენებულია მცირე რაოდენობით. ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო თითქმის წაშლილია მეორე გალავნისა და მის ირგვლივ არსებული არხის კვალი. ციხე თარიღდება XVIII ს-ით (ზაქარაია 1988: 149, 150).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1981: 104; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 51; ბაგრატიონი დავით 1941: 6; ბაგრატიონი 1983: 49, 85; ბაგრატიონი 1986: 71; 1990: 300, 303; გიულდენშტედტი 1962: 31, 33, 41, 207, 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 203, 332; 1953: 108, 188; ზაქარაია 1988: 149; მასალები ... 1937: 297; ორბელიანი 1981: 227, 229, 230, 233; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 105-107, 206; საქ. სიძ. 1910: 505, 512; 1920: 14, 172; ქრონიკები 1967: 231, 233, 246; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 386; 1970: 951, 974, 1051; 1974: 631; 1977: 709, 732; 1981: 323; 1985: 170, 225, 312, 429, 443, 460, 535; ქც 4: 545,10; 552,8; 568,4; 616,28; 618,22; 625,7; ღვაბერიძე 1986: 70; ხერხეულიძე 1913: 259, 260.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9