ყა ყვ ყი ყო ყუ
ყვა ყვი

ყვიბისი

(ქც 4: 662,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 662,21), XII, XV, XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 53, 255; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 244; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 110), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 245), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 219).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადის ყვიბისისწყლის ნაპირებზე.

ყვიბისი პირველად იხსენიება დავით აღმაშენებლის (1089-1125) ანდერძში (ქრონიკები 1897: 53). გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებში შედიოდა პეტრეს ლივაში და შეწერილი ჰქონდა 10000 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328). 1757 წ. ათასი ლეკი თავს დაესხა და აიღო ყვიბისის ციხე. ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ (1744-1762) ჯარს სათავეში ჩაუყენა ამირინდო ამილახვარი. ლეკები უომრად გაეცალნენ ყვიბისს (ორბელიანი 1981: 245).

ყვიბისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XX ს-ის დასაწყისში ყვიბისში შემთხვევით აღმოჩნდა 3 ცალი ბრინჯაოს რგოლი. ყვიბისის ტერიტორიიდან ცნობილია აგრეთვე შემთხვევით აღმოჩენილი ლითონის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, სამკაულები, შუა საუკუნეების თიხის მილები, XII-XIII სს-ის ქართული მონეტები. ნივთები ინახება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ნიორაძე 1944: 183; ხუჯაძე 1969: 88).
 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე 1983: 27; ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 22, 60; გიულდენშტედტი 1962: 99; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328; ნიორაძე 1944: 183; ორბელიანი 1981: 245; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 110; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 244; ქრონიკები 1897: 53, 255; ქც 4: 662,21; ხუჯაძე 1969: 88.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9