![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,8,11,27), მატიანე ქართლისა (ქც 1: 309,20), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 615; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 106, 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 241), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 277).
ვახუშტი ბაგრატიონი შერთულის შესახებ გადმოგვცემს: „ვარიანს ზეით ერთვის ლიახუს აღმოსავლეთიდამ პატარა ლიახვი. ამის გამო ეწოდა დაბასა ამას შერთული“ (ქც 4: 369,8).
მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის შესართავთან, თანამედროვე სოფ. შერთულის ტერიტორიაზე.
XVIII ს-ში შერთულს ჯერ იულონ ბატონიშვილი ფლობდა, შემდეგ ქსნის ერისთავის მფლობელობაში გადავიდა (ბაგრატიონი 1986: 40).
დღევანდელი სოფ. შერთული არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |